6 თვით დილაში, შემდეგ ხეტაფე - ახალგაზრდა მეკარე დემჩენკოსთან ითამაშებს
Aa
Aa

6 თვით დილაში, შემდეგ ხეტაფე - ახალგაზრდა მეკარე დემჩენკოსთან ითამაშებს

გასული დღეების განმავლობაში, CrystalSport-ი გორის დილას ტრანსფერების შესახებ გიყვებოდათ, რომელიც მოგვიანებით ოფიციალურად თავად კლუბმაც დაადასტურა. ჩვენ ასევე ვწერდით, საქართველოს 17-წლამდე ნაკრების ყოფილი მეკარე, დავით ასათიანი ესპანურ ხეტაფეში გადასვლასთან ახლოს იყო, 18 წლის ფეხბურთელი ესპანეთში იმყოფებოდა და სარეზერვო გუნდთან ერთად ვარჯიშობდა. ხეტაფეს ქართველი მეკარის დამატება გასულ ზაფხულშიც სურდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ტრანსფერი არ შედგა.

CrystalSport-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მეკარე საქართველოშია, მომდევნო 6 თვე გორის დილას შეუერთდება, შემდეგ კი ესპანეთის ლა ლიგის კლუბში დაბრუნდება და  კონტრაქტს გააფორმებს. საინტერესოა, რომ თურქულ შეკრებამდე მეკარემ დილას შემადგენლობაში ამხანაგური შეხვედის გამართვა უკვე მოასწრო.

CrystalSport-ის ინფორმაციითვე, ასათიანი დილას თურქულ შეკრებაზე, 11 იანვარს შეუერთდება, რომელიც ანტალიაში მიმდინარეობს და სადაც ანდრეი დემჩენკოს გუნდი ამხანაგურ შეხვედრებს მართავს. 

როგორც CrystalSport-ისთვის გახდა ცნობილი, ახალგაზრდა მეკარით დაინტერესებული ესპანური რეალ ავილესიც იყო. კლუბს სურდა ხეტაფესთან კონტრაქტამდე, 6 თვით, მეკარე მათ რიგებში ყოფილიყო - ინფორმაცია ხეტაფეს დირექტორმა ფეხბურთელის აგენტს თავად მიაწოდა.

ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს ახალგაზრდა მეკარე კარგად ახსოვს.

2019-21 წლებში ასათიანი ქუთაისის ტორპედოში ასპარეზობდა და საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 6 მატჩი ჩაატარა. გამოსარჩევია საბურთალოსთან შეხვედრა, როცა 16 წლის ასაკში, მატჩის ბოლო წუთზე, პენალტი მოიგერია და ქუთაისური გუნდი მარცხისგან იხსნა.

რაც შეეხება დილას, საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ახალი სეზონი 25 თებერვალს განახლდება. ტურის პირველ მატჩს ანდრეი დემჩენკოს გუნდი 26 თებერვალს, რანგით უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული გაგრას წინააღმდეგ გამართავს.

შეგახსენებთ, რომ დილა ევროტურნირების ზონაში მოხვდა და გუნდისთვის გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

შენიშვნა: მასალაში გამოყენებულია საფეხბურთო კლუბ ტორპედოს ფოტოები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გაგრა და დილა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მატჩებს გორში ჩაატარებენ
გაგრა და დილა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მატჩებს გორში ჩაატარებენ