მამარდაშვილის კარგი თამაში და ვალენსიას ფრე სოსიედადთან
Aa
Aa

მამარდაშვილის კარგი თამაში და ვალენსიას ფრე სოსიედადთან

ლა ლიგის 23-ე ტურში „ვალენსიამ“ ოთხეულისთვის მებრძოლ „რეალ სოსიედადს“ უმასპინძლა და ფრედ 0:0 ითამაშა.

სასიამოვნოა, რომ ამ მატჩში „ღამურების“ კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა, რომელმაც საკმაოდ კარგი შეხვედრა ჩაატარა და მთელი შეხვედრის განმავლობაში დამაჯერებლად გამოიყურებოდა და რამდენიმეჯერ გუნდი გაშვებული გოლისგანაც იხსნა. ჯამში კი მეტოქის 3 ზუსტი დარტყმული მოიგერია.

„ღამურებს“ ლა ლიგაში 20 დეკემბრის შემდეგ თამაში მოგებული არ ჰქონდათ. ბოლო 4 შეხვედრაში მათ ანგარიშზე 3 მარცხი და 1 ფრე იყო. ბორდალასის გუნდმა ვერც ამჯერად მოიგო და 30 ქულით მე-11 პოზიციაზე იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილის დებიუტი 2021/22 წლების სეზონის ლა ლიგაში 13 აგვისტოს, „ხეტაფეს“ წინააღმდეგ, პირველივე ტურში შედგა და 20 წლის შემდეგ, 20 წლის მამარდაშვილი გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ესპანეთის ლა ლიგის შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.

მამარდაშვილს გასული წლის სექტემბრის შემდეგ აღარ უთამაშია, თუმცა დებიუტის შემდეგ ზედიზედ 6 ტურის მატჩი დაიწყო ძირითად შემადგენლობაში და 7 გოლი გაუშვა.

აქვე გეტყვით, რომ „ვალენსია“ მომდევნო ტურში სტუმრად „ალავესს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კაფუ:
კაფუ: "ტექნოლოგიის გამო ჩვენ ვკარგავთ ბავშვებსა და ქუჩის ფეხბურთის კულტურას"