ჩაკვეტაძის დებიუტი მეორე ბუნდესლიგაში - ჰამბურგმა ლიდერს 5:0 მოუგო
Aa
Aa

ჩაკვეტაძის დებიუტი მეორე ბუნდესლიგაში - ჰამბურგმა ლიდერს 5:0 მოუგო

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში გიოგი ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა. „ჰამბურგი“ ლიდერ „დარმშტადს“ ესტუმრა და ბევრისთვის მოულოდნელად დიდი ანგარიშით 5:0 დაამარცხა.

როდესაც ანგარიში 4:0 იყო, 78-ე წუთზე მწვრთნელმა მოედანზე გიორგი ჩაკვეტაძე შეუშვა, რომელიც საკმაოდ აქტიურად შევიდა და მეხუთე გოლში აქტიური მონაწილეობაც მიიღო.


ამ გამარჯვების შემდეგ „ჰამბურგს“ 21 ტურის შემდეგ 37 ქულა აქვს და ლიდერ „დარმშტადს“ 2 ქულით ჩამორჩება. მეორე და მესამე ადგილზე მყოფ სანკტ პაულსა და ვერდერს მხოლოდ თითო ქულით ჩამორჩება.

ასევე აღსანიშნავია, რომ „ჰამბურგს“ 18 გუნდს შორის ყველაზე ცოტა 20 გოლი აქვს გაშვებული.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძე "ჰამბურგში" სეზონის ბოლომდე იჯარის წესით იმყოფება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არველაძის პირველი მარცხი ჰალში - გასავარდნ ზონას 12 ქულით უსწრებს
არველაძის პირველი მარცხი ჰალში - გასავარდნ ზონას 12 ქულით უსწრებს