„ჩვენთან ბურთი ძელს რომ გაარტყა სწორედ მაგიტომ გავიფორმეთ“ - შოთიმ ახალწვეულებზე ისაუბრა
Aa
Aa

„ჩვენთან ბურთი ძელს რომ გაარტყა სწორედ მაგიტომ გავიფორმეთ“ - შოთიმ ახალწვეულებზე ისაუბრა

„ჰალ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ ახალწვეულების შესახებ ისაუბრა. სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, „ვეფხვებმა“ 4 გარიგება გაჩარხეს და ქართველმა სპეციალისტმა კომენტარი ორ მათგანზე გააკეთა.

„საიიადმანეშმა ადაპტაცია ისე სწრაფად გაიარა, რომ გაოცებული ვარ. იგი ინგლისურად საკმარისად კარგად საუბრობს და პირველივე ვარჯიშზე თანაგუნდელებთან აქტიური კონტაქტი დაამყარა. ჰალში შესანიშნავი ბიჭები თამაშობენ და არავინ მოქცეულა ისე, რომ საიიადმანეშს თავი განსხვავებულად ან ახალწვეულად ეგრძნო. დღევანდელი ვარჯიშისას იგი ბიჭებს ესაუბრებოდა და დამატებითი სამუშაოც გასწია. თუ ხვალინდელმა ვარჯიშმა კარგად ჩაიარა, მატჩის განაცხადში აუცილებლად შევიყვან და იმედი მაქვს, მომდევნო შეხვედრაში მისი გამოყენება შემეძლება.“

არველაძემ ლიამ უოლშის შესახებაც ილაპარაკა, რომელმაც „ჰალისა“ და „სუონსის“ დაპირისპირებაში ბურთი „ვეფხვების“ კარის ძელს გაარტყა: „ლიამი სწორედ ამიტომ გავიფორმეთ. მას კარგი შეხება აქვს, თამაშის მიმდინარეობას მშვენივრად გრძნობს და იცის, პაუზა როდის აიღოს და ფლანგი როდის შეცვალოს. უოლში კარგი ფეხბურთელი და შესანიშნავი ბიჭია. ვფიქრობ, ის აუცილებლად მოგვიტანს სიმშვიდეს, რომელიც ბურთის ფლობისას გვჭირდება ხოლმე.“

შეგახსენებთ, რომ არველაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას საკუთარ კედლებში გამართავს და „პრესტონს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დღეს დილით დამატებით ივარჯიშა“ – Bild ჩაკვეს ძირითადში არ მოიაზრებს
„დღეს დილით დამატებით ივარჯიშა“ – Bild ჩაკვეს ძირითადში არ მოიაზრებს