დირკ კუიტმა კარიერა დაასრულა
როტერდამის "ფეიენოორდიის" კაპიტანმა და ლეგენდამ, დირკ კუიტმა, საფეხბურთო კარიერა დასრულებულად გამოაცხადა.
იგი რამდენიმე დღის წინ "ფეიენოორდთან" ერთად ჰოლანდიის ჩემპიონი გახდა, რაც ამ გუნდისთვის 1999 წლის შემდეგ პირველი საჩემპიონო ტიტული იყო.
კუიტი კარიერის განმავლობაში "უტრეხტში", "ლივერპულში", "ფენერბაჰჩესა" და "ფეიენოორდში" თამაშობდა.
იგი 2004-2014 წლებში ჰოლანდიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ და 104 შეხვედრაში 24 გოლი აქვს გატანილი.