პეკინის ზამთრის ოლიმპიადა: ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
Aa
Aa

პეკინის ზამთრის ოლიმპიადა: ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

2-დან 22 თებერვლის ჩათვლით პეკინში ზამთრის ოლიმპიური თამაშები გაიმართება. გუნდური ასპარეზობა კი სტარტს 4 თებერვლიდან აიღებს.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ ოლიმპიადაზე წამსვლელი გუნდი დაასახელა. ისტორიაში პირველად, ჩვენს ქვეყანას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მოციგურავეები ინდივიდუალური სახეობების ოთხივე კატეგორიაში და ასევე გუნდურ შეჯიბრებებშიც ეყოლება.

ჩვენი ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მამაკაცები: მორის ყვითელაშვილი. ქალები: ანასტასია გუბანოვა.

სპორტული ცეკვები: მარია კაზაკოვა და გიორგი რევია.

სპორტული წყვილები: კარინა საფინა და ლუკა ბერულავა.

სათადარიგო შემადგენლობა ასეთია:

მამაკაცები: ნიკა ეგაძე. ქალები: ალინა ურუშაძე.

სპორტული წყვილები: ანასტასია მეტელკინა და დანილ პარკმანი.

აქვე გეტყვით, რომ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს პირდაპირ ეთერში პირველი არხი შემოგვთავაზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაფერი დასრულდა - რობინიო 9 წლით ციხეში ჩაჯდება
ყველაფერი დასრულდა - რობინიო 9 წლით ციხეში ჩაჯდება