რივერო დალასში აღარ მიდის - მამარდაშვილს ისევ 3 კონკურენტი ეყოლება
Aa
Aa

რივერო დალასში აღარ მიდის - მამარდაშვილს ისევ 3 კონკურენტი ეყოლება

რამდენიმე კვირის წინ, ესპანურმა მედიამ გვამცნო, რომ „ვალენსია“ კრისტიან რივეროს „დალასში“ იჯარის წესით გაშვებას აპირებდა, სადაც მას თავისი ყოფილი მწვრთნელი ნიკო ესტევესი უნდა დახვედროდა.

დღეს, eldesmarque.com წერს, რომ „დალასსა“ და „ვალენსიას“ შორის მოლაპარაკება ჩაიშალა და რივერო MLS-ში არ წავა. ეს ამბავი კი გიორგი მამარდაშვილისთვის არასასიამოვნოა, რადგან მას ერთით ნაკლები კონკურენტი აღარ ეყოლება.

აღნიშნული გამოცემა იმასაც გვამცნობს, რომ რივეროს აგენტი მაქსიმალურად ცდილობს ახალი კლუბის პოვნას, რადგან „ვალენსიაში“ მამარდაშვილის მოსვლის შემდეგ რივერო მეოთხე მეკარედ იქცა და მიმდინარე სეზონში არცერთი წუთი არ უთამაშია.

eldesmarque.com-მა ასევე მამარდაშვილზეც დაწერა

„გიორგის სცენაზე გამოჩენამ დიდი ეფექტი მოახდინა, თუმცა მას არ გაუმართლა და შეცდომები დაუშვა, რის გამოც სილესენის დაბრუნების შემდეგ სათადარიგოთა სკამზე გადაჯდა. არ გაუმართლა, მაგრამ გიორგის დიდი პოტენციალი აქვს.“

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის იასპერ სილესენს კორონავირუსი აქვს. ამ ფაქტის გამო, ესპანეთში და არა მარტო ესპანეთში ფიქრობდნენ, რომ „ღამურების“ კარს ქართველი მეკარე დაიცავდა, თუმცა ბორდალასმა კოპა დელ რეის მატჩში კვლავ ხაუმე დომენეკი ამჯობინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ესპანური მედია: ,,მამარდაშვილის უთამაშებლობა დანაშაულია
ესპანური მედია: ,,მამარდაშვილის უთამაშებლობა დანაშაულია"