ესპანური მედია:
Aa
Aa

ესპანური მედია: "მამარდაშვილის სკამზე დატოვების გამო ხმა არავის ამოუღია"

კოპა დელ რეის მეთექვსმეტედ ფინალში „ვალენსია“ „კარტახენას“ ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. სამწუხაროდ, ბორდალასმა ძირითად შემადგენლობაში გიორგი მამარდაშვილი ისევ არ დააყენა. მის ნაცვლად მინდორზე ხაუმე დომენეკი გამოჩნდა, რომლის თამაშსაც უდიდესი კრიტიკა მოჰყვა.

75-ე წუთზე „ღამურების“ კარში პენალტი დაინიშნა. დომენეკმა მოგერიება უცნაური ხერხით სცადა. 31 წლის კარის დარაჯი დარტყმის დროს მუხლებზე იდგა. ამ ფაქტმა ესპანური მედია გააღიზიანა.

გამოცემა superdeporte დომენეკს აკრიტიკებს:

„ზაფხულში დომენეკის წინააღმდეგ ბევრი ფაქტი ფიქსირდებოდა. მიუხედავად ამისა, ხოსე ბორდალასის ნდობა მოიპოვა. როგორ? პასუხისმგებლობა ფეხბურთელებმაც უნდა იგრძნონ. რას აკეთებს დომენეკი ვარჯიშებზე? ამას კაპიტანი სოლერი ვერ ხედავს? ხმა არავის ამოუღია მამარდაშვილის სკამზე დატოვების გამო. დომენეკი „ვალენსიაში“ ძალიან უყვართ. ეს მარსელინო გარსია ტორალმა 4 წლის წინ თქვა. „გყავდეს გუნდში ისეთი მეკარე, როგორიც დომენეკია, ფუფუნებაა.“ - სამწუხაროდ 4 წლის შემდეგ ბორდალასიც იგივეს ფიქრობს.“

შეგახსენებთ, რომ სეზონის მოსამზადებელი პერიოდის დროს გიორგი მამარდაშვილმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და სილესენის ტრავმის პერიოდში „ღამურების“ ძირითადი მეკარე სწორედ ის იყო. ნიდერლანდელი კიპერის დაბრუნების შემდეგ, სასტარტოში კვლავ გიორგი გვევლინებოდა, თუმცა „სევილიასთან“ ჩაგდებული შეხვედრის შემდეგ, ძირითად შემადგენლობაში იასპერი დაბრუნდა. ამის შემდეგ კი ქართველ კარის დარაჯს შანსი აღარ ჰქონია.

ასევე გეტყვით, რომ რამდენიმე დღის წინ „ვალენსიამ“ გიორგი მამარდაშვილი თბილისის „დინამოდან“ ოფიციალურად გამოისყიდა და კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე გაუფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დიდი პროგრესის მიღწევა შეუძლია
„დიდი პროგრესის მიღწევა შეუძლია" - ბორდალასმა მამარდაშვილზე ისაუბრა