მსუბუქი მიოკარდიტი - როგორია ალფონსო დევისის მდგომარეობა კორონავირუსის გადატანის შემდეგ
Aa
Aa

მსუბუქი მიოკარდიტი - როგორია ალფონსო დევისის მდგომარეობა კორონავირუსის გადატანის შემდეგ

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა ალფონსო დევისის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. გერმანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გადატანის შემდეგ, დევისს მკურნალობა სჭირდება და რამდენიმე კვირას იუქმებს.

„კორონავირუსის გადატანის შემდეგ, ალფონსო დევისს მსუბუქი მიოკარდიტის ნიშნები აქვს. ეს დრამატული რამ არ არის, მაგრამ იგი რამდენიმე კვირას გამოტოვებს, რადგან მკურნალობას დრო სჭირდება.

ამ ეტაპზე, რთულია, იმის თქმა გამოიწვია თუ არა მიოკარდიტი კორონავირუსმა. არსებობს ალბათობა, რომ ასე იყოს, მაგრამ 100 პროცენტით ამის თქმა შეუძლებელია. მან ვარჯიში უკვე შეწყვიტა და რამდენიმე კვირა გუნდთან ერთად არ იქნება“.

Athletic-ის ინფორმაციით, დევისი რუტინულ სამედიცინო გამოკვლევებს გადიოდა, როცა მიოკარდიტის ნიშნები აღმოუჩინეს. გერმანულ პრესაში ფეხბურთელის დაბრუნების ზუსტი დრო არ სახელდება და „ბაიერნს“ მაქსიმალური ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სტადიონი, რომლის ლოკაციის ცვლილება შესაძლებელი იქნება - სიგიჟე ყატარისგან
სტადიონი, რომლის ლოკაციის ცვლილება შესაძლებელი იქნება - სიგიჟე ყატარისგან