„ახალ წელს კარგი შემართებით ვხვდებით“ - ქირია 28 იანვარს იჩხუბებს
Aa
Aa

„ახალ წელს კარგი შემართებით ვხვდებით“ - ქირია 28 იანვარს იჩხუბებს

ქართველი კიკბოქსიორი, დავით ქირია One Championship-ის მსოფლიოს გრან პრის ნახევარფინალურ ბრძოლას იანვარში გამართავს. რამდენიმე წუთის წინ, ორგანიზაციამ პრეს-რელიზი გაავრცელა და ცნობილი გახდა, რომ ქირია 28 იანვარს იჩხუბებს.

დავითის მეტოქე სიტთიჩაი იქნება, რომელმაც მეოთხედფინალში თურქ მებრძოლს, ტაიფუნ ოზკანს მსაჯების გადაწყვეტილებით სძლია. ჩანიშნულ ბრძოლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში პოსტი ქირიამაც გამოაქვეყნა და განაცხადა: „28 იანვარი!! კარგი შემართებით ვხვდებით ახალ წელ“!

სხვათა შორის, სიტთიჩაი ქირიასთვის უხერხული მეტოქეა. მას დავითის წინააღმდეგ ორი ბრძოლა აქვს გამართული და ჩვენებური ორივეჯერ დაამარცხა. 2015 წელს, სიტთიჩაიმ მეტოქეს მეორე რაუნდში გაფორმებული ნოკაუტით სძლია, ხოლო 2016-ში მსაჯების გადაწყვეტილებით აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველას დაანახა, რომ შესანიშნავად თამაში მატჩების დროსაც შეუძლია
„ყველას დაანახა, რომ შესანიშნავად თამაში მატჩების დროსაც შეუძლია" - Marca მამარდაშვილზე წერს