Aa
Aa

"კლივლენდმა" "ტორონტო" გაანადგურა

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ფლეი-ოფის შეხვედრები ნელ-ნელა დასკვნით ფაზაში შედის.

აღმოსავლეთ კონფერენციის 1/2 ფინალში "კლივლენდმა" "ტორონტოს" სერია ძალიან მარტივად დაუხურა. 

ლებრონმა და კომპანიამ ოთხივე მატჩი დამაჯერებლად მოიგეს და კანადელები მშრალზე დატოვეს. 

წინა 3 მატჩისგან განსხვავებით გუშინდელი დაპირისპირება შედარებით დაძაბული გამოდგა, თუმცა საბოლოო გამარჯვება მაინც სტუმრებს დარჩათ - 102:109. 

ლებრონ ჯეიმსმა 35 ქულა ჩააგდო, რასაც 9 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა დაურთო, ხოლო კაირი ირვინგმა 27 ქულას 9 ასისტი და 5 მოხსნა წაამატა. 

დღის სხვა შეხვედრები ოდნავ მოგვიანებით ჩატარდა. 

დედაქალაქურმა "ვიზარდსმა" "ბოსტონს" სერიაში ანგარიში გაუთანაბრა. მატჩში გადამწყვეტი მესამე მეოთხედი გამოდგა, რომელიც ვაშინგტონელებმა 22 ქულის სხვაობით მოიგეს, საბოლოოდ კი - 121:102. 

სერიაში ასევე წონასწორობა აღადგინა "ჰიუსტონ როკეტსმაც", რომელმაც "სან ანტონიო" 125:104 გაანადგურა. 

ჯეიმს ჰარდენმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 28 ქულა და 12 შედეგიანი გადაცემა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები