Aa
Aa

"ადრე ასე არ ხდებოდა, ახლა ხდება.." - სიმეონე მალიორკასთან მარცხის შემდეგ

ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის „ატლეტიკომ“ „მალიორკას“ უმასპინძლა და მოულოდნელად 1:2 დამარცხდა. გამარჯვების მომტანი გოლი „რეალის“ მფლობელობაში მყოფმა ტაკეფუსა კუბომ მატჩის მიწურულს გაიტანა. შეხვედრის შემდეგ, დიეგო სიმეონემ კომენტარი გააკეთა.

სიმეონე:

„რთულია ახსნა-განმარტების პოვნა ისეთ საკითხებზე, რომლებიც მეორდება. ჩვენ ვართ პასუხისმგებლები იმაზე, რაც ხდება. დროა მივხედოთ იმას, რასაც ვაკეთებთ და გამოვასწოროთ ის, რასაც არ ვაკეთებთ. მეტოქემ ორი დარტყმიდან ორივე გაიტანა. ადრე ასე არ ხდებოდა, ახლა ხდება..

ფეხბურთელებს მეტი კონცენტრაციისკენ მოვუწოდებ. მეორე ტაიმის დასაწყისში ეს გამოგვივიდა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი აირია. მატჩის ბოლოს, არ ვიცოდით, თუ როგორ გაგვეკონტროლებინა თამაში. არსებობს ორი სცენარი: პირველი - შენ ხდები მეამბოხე. მეორე - ვარდები დეპრესიაში. მე მეამბოხეობას ვამჯობინებ.

სატურნირო მდგომარეობა

ამ მარცხის შემდეგ მადრიდულ გრანდს 29 ქულა დარჩა და მეოთხე პოზიციაზე იმყოფება. „მალიორკა“ კი 19 ქულით მე-12 ადგილზეა. ცნობისთვის, მომავალ ტურში სიმეონეს შეგირდები მადრიდის „რეალს“ ესტუმრებიან. შეხვედრა 12 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 00:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები