მორიგი მცდელობა - კავანი ზაფხულში ბარსელონაში გადასვლას გეგმავს
Aa
Aa

მორიგი მცდელობა - კავანი ზაფხულში ბარსელონაში გადასვლას გეგმავს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ურუგვაელი თავდამსხმელი ედინსონ კავანი შესაძლოა „ბარსელონაში“ გადავიდეს.

სეზონის ბოლოს „ელ მატადორს“ „მანკუნიანელებთან“ კონტრაქტი უსრულდება და თავისუფალი აგენტის ხდება, რის შემდეგაც მას კარიერის გაგრძელება „კამპ ნოუზე“ სურს. The Times-ის ცნობით, კავანი ოცნების ასრულებას გეგმავს.

წყაროს ცნობით, კავანი თვლის, რომ კიდევ 2 სეზონის განმავლობაში მას უმაღლეს დონეზე თამაში შეეძლება. ასევე აღსანიშნავია, რომ ედინსონი „ბარსას“ საკუთარ თავს უკვე რამდენიმე წელია სთავაზობს, თუმცა კატალონიელები მის მიმართ ინტერესს დღემდე არ იჩენდნენ.

კავანის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 5 პრემიერ ლიგური მატჩია, რომლებშიც 1 გოლის გატანა შეძლო. რონალდუს ტრანსფერის შემდეგ, ურუგვაელს სათამაშო დრო საგრძნობლად შეუმცირდა.

ჯამში კავანი „წითელი ეშმაკების“ რიგებში 47 მატჩში 18 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თუ ჰოლანდს გადმოიბირებს, იუნაიტედი რანგნიკს 10 მილიონ ევროს მისცემს
თუ ჰოლანდს გადმოიბირებს, იუნაიტედი რანგნიკს 10 მილიონ ევროს მისცემს