ზლატანი:
Aa
Aa

ზლატანი: "ოქროს ბურთი ლევანდოვსკის უნდა მოეგო"

„მილანის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს დაპირისპირებაზე, ასევე წლევანდელი ოქროს ბურთის შედეგებზე ისაუბრა.

- მესი თუ რონალდუ?

„ორივე ძალიან ძლიერია. მესის იმიტომ ვირჩევ, რომ ერთად ვითამაშეთ“.

- როგორი ურთიერთობა გქონდათ მესისთან?

„პროფესიონალური. ლეო ფეხბურთით ცხოვრობს. მაგრამ წელს ოქროს ბურთი ლევანდოვსკის უნდა მოეგო“.

- ციტირებს იბრას სიტყვებს კორიერე დელა სერა.

France Football-ის მთავარმა რედაქტორმა პასკალ ფერემ არ გამორიცხა, რომ 2020 წლის ოქროს ბურთი შესაძლოა რობერტ ლევანდოვსკის გადაეცეს. მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ლეო მესიმ დაჯილდოებისას პოლონელს მიმართა და უთხრა, რომ გასულ წელს საუკეთესო სწორედ ის იყო.

შეგახსენებთ, რომ ლეო მესიმ 613 ხმა მიიღო, ლევანდოვსკიმ კი 580. მესამე ადგილზე კი 460 ხმით ჟორჟინიო გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შესაძლოა ლევანდოვსკის 2020 წლის ოქროს ბურთი გადაეცეს
შესაძლოა ლევანდოვსკის 2020 წლის ოქროს ბურთი გადაეცეს