შევჩენკო:
Aa
Aa

შევჩენკო: "ყველაფერს ვიზამ, რათა მილანს საქმე გავურთულო"

სერია ა-ს მორიგ ტურში „ჯენოა“ „მილანს“ მასპინძლობს. ეს მატჩი ინტერესს იმით იწვევს, რომ მასპინძლებს ანდრეი შევჩენკო წვრთნის. როგორც მოგეხსენებათ, უკრაინელი ყოფილი ფეხბურთელი მრავალი წლის განმავლობაში „როსონერის“ ღირსებას იცავდა. მატჩის წინ, ანდრეიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

შევჩენკო:

„რა თქმა უნდა, აღფრთოვანებული ვიქნები, მაგრამ ჩემი ემოციების დაბლოკვას ვეცდები. მე პროფესიონალი ვარ და გულშემატკივრებს დავპირდი, რომ გუნდისთვის საუკეთესოს ვიზამ. ყველაფერს ვიზამ, რათა „მილანს“ საქმე გავურთულო.

ძალიან ფრთხილად უნდა ვითამაშოთ. რა თქმა უნდა, „მილანს“ ყოველთვის ვგულშემატკივრობ, მაგრამ არა „ჯენოასთან“ მატჩში. მართალია მათ ბოლო ორი შეხვედრა წააგეს, მაგრამ კარგ ფეხბურთს თამაშობენ. „როსონერის“ შეხვედრებს სულ ვუყურებ. პიოლის ჰყავს გუნდი, რომელიც კარგად თამაშობს და მომენტებს ქმნის.

შეგახსენებთ, რომ „ჯენოას“ და „მილანის“ დაპირისპირება  პირველი დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.

შევჩენკო „მილანში“

ლეგენდარული უკრაინელი იტალიურ გრანდს 1999 წელს კიევის „დინამოდან“ შეუერთდა. 1999 წლიდან 2006 წლამდე შევჩენკომ „მილანის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 296-ჯერ მოირგო და 173 გოლი გაიტანა. იტალიური კარიერის შემდეგ ანდრეიმ „ჩელსის“ მიაშურა, სადაც გაცემული ავანსები ვერ გაამართლა. 2008/2009 წლებში კვლავ „მილანში“ დაბრუნდა, თუმცა 26 ჩატარებულ შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა და სამშობლოში, კონკრეტულად კი კიევის „დინამოში“ დაბრუნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები