FIFA-ს პრეზიდენტი ზესტაფონის მფლობელის ტრაგიკულ გარდაცვალებას ეხმაურება
Aa
Aa

FIFA-ს პრეზიდენტი ზესტაფონის მფლობელის ტრაგიკულ გარდაცვალებას ეხმაურება

საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის მფლობელი, ილია კოკაია ტრაგიკულად გარდაიცვალა. ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე მეგობართან ერთად იმყოფებოდა. მეგობრის თქმით, კოკაია დაცურდა, თავი დაარტყა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

FIFA-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ  ილია კოკაიას ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას სამძიმრის წერილით მიმართა:

მინდა, გამოვხატო ჩემი წრფელი და გულითადი სამძიმარი ილია კოკაიას ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით. სიტყვები უძლურია გადმოსცეს ის სევდა, რომელსაც ჩვენ ამ დანაკლისის გამო განვიცდით.

ქართული ფეხბურთის დიდი მოღვაწე, წარმატებული ბიზნესმენი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების საქმეში... მისი მიღწევები და მემკვიდრეობა, განსაკუთრებით მისი ხასიათი, ლიდერობის უნარი და მისი ადამიანური თვისებები არასდროს იქნება დავიწყებული და ის ნამდვილად ყველას დაგვაკლდება.

FIFA-სა და საერთაშორისო საფეხბურთო საზოგადოების სახელით, გვინდა მივუსამძიმროთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და განსაკუთრებით, ილიას ოჯახს, მეგობრებსა და ყველა მის საყვარელ ადამიანს. თანაგიგრძნობთ!

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანადგომის სიტყვები მცირედით მაინც დაგამშვიდებთ და განუგეშებთ ამ მძიმე დროს.

 

ილია კოკაიას მმართველობის პერიოდში საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი საქართველოს ჩემპიონი ორჯერ გახდა (2010-11, 2011-12). ასევე, მოიპოვა საქართველოს თასი (2007-08) და საქართველოს სუპერთასი (2011, 2012).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
6 გოლი 1 მატჩში: ,,კუნთი მქონდა გაწყვეტილი, ეს დიდი შრომის შედეგია
6 გოლი 1 მატჩში: ,,კუნთი მქონდა გაწყვეტილი, ეს დიდი შრომის შედეგია"