დამსახურებული მწვრთნელი და მსაჯი - ივანე გრიქუროვი გარდაიცვალა
Aa
Aa

დამსახურებული მწვრთნელი და მსაჯი - ივანე გრიქუროვი გარდაიცვალა

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია სამწუხარო ამბავს ავრცელებს:

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს  საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, საქართველოსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელის, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯის - ივანე (ვანო) გრიქუროვის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სრულიად ძალოსნობის ოჯახს ამ უდიდეს დანაკარგს.

ივანე გრიქუროვი 1951 წელს ცხინვალში დაიბადა. გრიქუროვი საბჭოთა კავშირი დამსახურებული მწვრთნელი გახლდათ. მისი აღზრდილები არიან ისეთი ცნობილი სპორტსმენები, როგორებიც ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები კახი კახიაშვილი და გიორგი ასანიძე არიან. ასევე ივანეს აღზრდილი გახლავთ ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი შიმონ კოლეცკი და ბრინჯაოს პრიზიორი ანჟეი ცოფალაკი.

ცნობისთვის, ივანე გრიქუროვი 2000 წელს საქართველოს ღირსების ორდენით დააჯილდოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები