დღეს, კონფერენს ლიგაზე, ქართველი არბიტრები იმსაჯებენ
Aa
Aa

დღეს, კონფერენს ლიგაზე, ქართველი არბიტრები იმსაჯებენ

დღეს, 25 ნოემბერს, კონფერენციის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩები გაიმართება. ყაზახეთის ქალაქ ალმათში, ადგილობრივი კაირათი შვეიცარიულ ბაზელს უმასპინძლებს. 

შეხვედრა თბილისის დროით 19:30 საათიდან დაიწყება.

UEFA-ს გადაწყვეტილებით, შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურებიან: მთავარი არბიტრი გიორგი კიკაჩეიშვილი იქნება, რომელსაც ასისტენტობას დავით გაბისონია და გიორგი ელიკაშვილი გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი ირაკლი კვირიკაშვილი იქნება. 

მიმდინარე სეზონში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ქართული სამსაჯო ბრიგადა ევროპის კონფერენციის ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩს მოემსახურება. 21 ოქტომბერს გიორგი ყრუაშვილმა, ლევან ვარამაშვილმა, ზაზა ფიფიამ და დავით ხარიტონაშვილმა, როტერდამში ფეიენორდისა და ბერლინის უნიონის მატჩი განსაჯეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,ამ გადაწყვეტილებას არ ველოდი, რადგან მომავალი სეზონიდან სხვა მიზნები მქონდა
,,ამ გადაწყვეტილებას არ ველოდი, რადგან მომავალი სეზონიდან სხვა მიზნები მქონდა"