ატლეტიკო 0:1 მილანი - მატჩის შემდეგ
Aa
Aa

ატლეტიკო 0:1 მილანი - მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. „ატლეტიკომ“ „მილანს“ უმასპინძლა და უშეღავათო ბრძოლაში 0:1 დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი 87-ე წუთზე მესიასმა გაიტანა და „როსონერის“ ჯგუფიდან გასვლის შანსი შეუნარჩუნა.

საინტერესო ფაქტები

მადრიდის „ატლეტიკომ“ ანხელ კორეას გარეშე ბოლო 6 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო.

„მილანმა“ „ატლეტიკოს“ პირველ ტაიმში კარისკენ მხოლოდ ორჯერ დაარტყმევინა. უკანასკნელად ამაზე უკეთესი შედეგი 2007 წელს დაფიქსირდა. „სელტიკმა“ „როსონერის“ კარისკენ მხოლოდ ერთხელ დაურტყა.

2013 წლის შემდეგ „მილანმა“ ჯგუფურ ეტაპზე პირველი გამარჯვება იზეიმა. უკანასკნელად „როსონერიმ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სტუმრად „სელტიკი“ 3:0 დაამარცხა. გოლები კაკამ, ბალოტელიმ და ზაპატამ გაიტანეს.

პიოლი მატჩის შემდეგ:

„ჩემს ფეხბურთელებს საოცარი მატჩი ჰქონდათ. მათ გამარჯვება დაიმსახურეს. ჩვენ გვქონდა ხარისხი, მენტალობა და ახლა გამარჯვების ერთად აღნიშვნა უდიდესი სიამოვნებაა. მჯერა, რომ გუნდი სწორ გზაზეა და დღეს ყველას ვაჩვენეთ, თუ როგორ გავიზარდეთ."

ჯუნიორ მესიასი მატჩის შემდეგ:

„ამ გამარჯვებით ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ, მაგრამ წინ ჯერ ბევრი სამუშაო გვაქვს. ჩემი გოლი, ეს ყველაფერი ინსტინქტური იყო, მე უბრალოდ მივყევი მოძრაობას და სიმშვიდე შევინარჩუნე, როცა ბურთი ჩემკენ მოდიოდა. როცა მშვიდად ხარ, დიდი საქმეების გაკეთება შეგიძლია. რაც დღეს მოხდა, ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია, მაგრამ თავმდაბლობის შენარჩუნება მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. არ უნდა ვიყო არც კრიტიკით და არც კომპლიმენტებით აღფრთოვანებული“.

სიმეონე მატჩის შემდეგ:

„რთული მატჩი იყო. ორივე გუნდმა ბევრი იშრომა. „მილანს“ გამარჯვებისთვის დიდი ძალისხმევა დასჭირდა. შექმნილი მომენტი გამოიყენეს და ჩვენ პირიქით, ბურთი ზუსტად კარში ვერ დავარტყით.  შედეგიდან გამომდინარე პოზიტივის დანახვაც შეიძლება და ნეგატივისაც. მოწინააღმდეგეს დასაკარგი არაფერი ჰქონდა და კომფორტულ სიტუაციაში იყო. საერთო ჯამში პიოლის გუნდმა კარგად ითამაშა და ლამაზი გოლი გაიტანა. „ატლეტიკო“ ეცდება იპოვოს ძალა და ღირსება, რათა შემდეგ ეტაპზე გავიდეს.“

სატურნირო მდგომარეობა

მეხუთე ტურის შემდეგ ჯგუფში საინტერესო სიტუაციაა. პირველ ადგილზე „ლივერპულია“ 15 ქულით. მეორე პოზიციას 5 ქულით „პორტუ“ იკავებს. მესამე ადგილზე 4 ქულით „მილანი“ აღზევდა, ხოლო „ატლეტიკო“ ასევე 4 ქულით ბოლო პოზიციაზე იმყოფება. ბურთების უკეთესი შეფარდების გამო „როსონერი“ მესამე ადგილზეა.

ცნობისთვის, იმ შემთხვევაში, თუ ბოლო ტურში „მილანი“ საკუთარ კედლებში „ლივერპულს“ დაამარცხებს და „პორტუ“ „ატლეტიკოს“ ვერ მოუგებს, ჯგუფიდან სტეფანო პიოლის გუნდი გავა. შეგახსენებთ, რომ ამ ჯგუფში ბოლო ტურის მატჩები 7 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით 00:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები