Aa
Aa

"4 ვარსკვლავი ერთ გუნდშია თავმოყრილი" - გუარდიოლა პსჟ-სთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. „მანჩესტერ სიტი“ „პარი სენ ჟერმენს“ უმასპინძლებს. შეხვედრის წინ, „ქალაქელების“ თავკაცმა პეპ გუარდიოლამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

გუარდიოლა:

„ყოველ ახალ სეზონში მაქვს შეგრძნება, რომ მერვედფინალში გასვლა უფრო რთული ხდება. მეტოქეები, მოთამაშეები და მწვრთნელები უფრო ძლიერები ხდებიან. პსჟ-ს დამარცხების შემთხვევაში მერვედფინალის საგზურს ვინაღდებთ და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ეს ფეხბურთელებისთვის და კლუბისთვის ძალიან კარგი იქნება.

ხანდახან, როდესაც მესი ბურთით არის, არ იცის რა უნდა გააკეთოს. წარმოიდგინეთ, თავად მესიმ არ იცის რას გააკეთებს და მისმა მოწინააღმდეგეებმა რა უნდა ქნან.. ჩემს ფეხბურთელებს ვერ ვეტყვი, თუ რას დააპირებს ლეო. სამწუხაროდ იგივე ეხება ნეიმარს, მბაპეს და დიმარიას.. მსოფლიოს 4 საუკეთესო ვარსკვლავი ერთ გუნდშია თავმოყრილი.“

სატურნირო მდგომარეობა

4 ტურის შემდეგ „მანჩესტერ სიტი" 9 ქულით ჯგუფის ლიდერია. მეორე პოზიციაზე 8 ქულით „პარი სენ ჟერმენი“ იმყოფება. მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენა „ბრიუგე“ 4 ქულით მესამე პოზიციაზე მოგვევლინა, ხოლო ბოლო ადგილზე „ლაიპციგია“ 1 ქულით.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების წინა დაპირისპირება პარიზში გაიმართა და პოჩეტინოს გუნდმა 2:0 მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები