ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატი | 2 წონითი კატეგორიის გამარჯვებულები და რეკორდები
Aa
Aa

ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატი | 2 წონითი კატეგორიის გამარჯვებულები და რეკორდები

20-21-22 ნოემბერს, დუშეთში, ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატი, საქართველოს თასი და სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, კახი კახიაშვილის სახელობის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი შედგება.

შეჯიბრი 3 დღის განმავლობაში გაიმართება, დღესა კი გამარჯვებულ-პრიზიორები 2 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.

გარდა ამისა 15 წლამდე შორის საქართველოს რეკორდიც დამყარდა, რომლის ავტორიც ლევან ოჩიგავა გახდა. ძალოსანმა თავი 118/144/262 კილოგრამს გაართვა, რაც ატაცისა და ორჭიდის რეკორდს თითო კილოგრამით გადასცდა.

73-კილოგრამი: 

კახი ასანიძე (თბილისი) – 146/175/321

საბა აბაშიძე (აჭარა) – 123/146/269

ზურაბ მსხალაძე (აჭარა) – 121/147/268

81-კილოგრამი:

საბა ასანიძე (თბილისი) – 135/174/309

ლომია თებიძე (აჭარა) – 135/173/308

ნიკოლოზ ესართია (ზუგდიდი) – 136/164/300

ფოტოები: ძალოსნობის ფედერაცია

დღესვე,  საქართველოს ჩემპიონატზე დასრულდა შეჯიბრი გოგონათა შორის, სადაც გამარჯვებულ-პრიზიორები სინკლერის სპეციალური ცხრილით გამოვლიდნენ. დამყარდა საქართველოს რეკორდიც. ხონის წარმომადგენელმა მარიამ მურღვლიანმა 15 წლამდელთა რეკორდი ატაცში 1 კილოგრამით გააუმჯობესა.

მარიამ მაისურაძე (წყალტუბო) – 234,09 ქულა

ნათია გადელია (ზუგდიდი) – 216,60 ქულა

მარიამ მურღვლიანი (ხონი) – 213,73 ქულა

მირანდა ჩუტკერაშვილი (ახალციხე) – 172,12

ნანა მსხვილიძე (ქუთაისი) – 166,24

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით, შეჯიბრი ამჯერადაც გულშემატკივრის გარეშე მიმდინარეობს, ხოლო მონაწილე სპორტსმენები, მწვრთნელები და მომსახურე პერსონალი PCR ტესტისა და ორჯერადი აცრის დამადასტურებელი მოწმობებით გამოცხადდებიან.

აღნიშნული გადაწყვეტილება, დეკემბერში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებამდე, ძალოსანთა ნაკრების წევრების კორონავირუსისგან დაცვასაც ემსახურება.

გულშემატკივარს შესაძლებლობა აქვს ასპარეზობას თვალი ძალოსნობის ფედერაციის Facebook  გვერდზე, პირდაპირი ეთერის საშუალებით ადევნოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სვანაძე: ,,ინგლისთან გამარჯვება რწმენის კუთხით მნიშვნელოვანი იყო"
სვანაძე: ,,ინგლისთან გამარჯვება რწმენის კუთხით მნიშვნელოვანი იყო"