გეგუჩაძე: ,,გუნდში უმნიშვნელო ფეხბურთელი არ მყავს, ყველა მოთამაშე მნიშვნელოვანია
Aa
Aa

გეგუჩაძე: ,,გუნდში უმნიშვნელო ფეხბურთელი არ მყავს, ყველა მოთამაშე მნიშვნელოვანია"

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 34-ე ტურში გია გეგუჩაძის დინამო ბათუმმა თელავს უმასპინძლა და ანგარიშით - 2-0 დაამარცხა. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ჩემპიონობის მთავარი ფავორიტის გამარჯვებაში უმნიშვნელოვანესი როლი კი ცვლილებაზე გამოსულმა თორნიკე გაფრინდაშვილმა შეასრულა.

73-ე წუთზე თელავის ფეხბურთელები საკუთარ ნახევარზე შეცდნენ, მასპინძლებმა ბურთი ჩაჭრეს და კონტრშეტევა წამოიწყეს, ჯიღაურის გადაცემის შემდეგ გაფრინდაშვილი დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და ანგარიში გახსნა - 1-0.

89-ე წუთზე გაფრინდაშვილმა მეკარე ლუკა სანიკიძეს შორეულ კუთხეში გაუტანა, ლამაზი გოლი გამოვიდა (2-0).

შეხვედრა დინამო ბათუმის მთავარმა მწვრთნელმა,  გია გეგუჩაძემ შეაფასა:

რთული შეხვედრა მოსალოდნელი იყო, რადგან ქულები თელავსაც სჭირდებოდა. საკმაოდ კარგი გუნდია. უშეღავათო ბრძოლა იყო, საბოლოო ჯამში კი მეტოქის გატეხვა შევძელით და გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა.

გუნდში უმნიშვნელო ფეხბურთელი არ უნდა გყავდეს, ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია.

ძალიან კარგია, რომ დინამო ბათუმმმა ხასიათის გამოვლენა შეძლო.

წინ რთული შეხვედრები გველის. შემდეგ ტურში ერთ ქულასაც მოპოვება სჭირდება, ამიტომ მეტოქის სათანადოდ შეფასებაა საჭირო - თუნდაც სამგურალი ან თუნდაც - დილა, ორივე კარგი გუნდია. წინასწარ რაიმეს თქმა არ ღირს.

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 35-ე ტურში დინამო ბათუმი სამგურალს სტუმრად, წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება. შეხვედრა 29 ნოემბერს შედგება და სტარტს 13:30 საათიდან აიღებს.

იმ შემთხვევაში, თუ დინამო ბათუმი მინიმუმ 1 ქულის მოპოვებას შეძლებს,  ისტორიაში პირველ ჩემპიონობას იზეიმებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხიზანიშვილი: ,,ბოლო შეხვედრებში „მე“ ბევრ ფეხბურთელს უკან ჰქონდა გადაწეული“
ხიზანიშვილი: ,,ბოლო შეხვედრებში „მე“ ბევრ ფეხბურთელს უკან ჰქონდა გადაწეული“