15:15 - ბორჯღალოსნებმა ფიჯის დამარცხების შანსი ხელიდან გაუშვეს
Aa
Aa

15:15 - ბორჯღალოსნებმა ფიჯის დამარცხების შანსი ხელიდან გაუშვეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთში ამხანაგური შეხვედრა ფიჯისთან გამართა. ლევან მაისაშვილის მოთამაშეები გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 15:15 დასრულდა.

პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა (9:5). აბჟანდაძემ სამი დარტყმა ზუსტად შეასრულა, თუმცა ერთხელ სიზუსტე დააკლდა. რაც შეეხება მეტოქეს, ფიჯელთა მხრიდან პირველ ტაიმში ტუიმაბამ ლელო დადო.

მეორე ტაიმის საწყის წუთებში ფიზი უპირატესობას ფლობდა, თუმცა მხოლოდ 3 ქულა მოიპოვეს, როცა ვოლავოლას დარტყმა ზუსტი იყო.

58-ე წუთზე თედო აბჟანდაძემ დარტყმა ზუსტად შეასრულა და საქართველოს ნაკრების უპირატესობა გაიზარდა - 12:8. 64-ე წუთზე აბჟანდაძე კვლავ ზუსტი იყო, თუმცა 69-ე წუთზე მატამ ლელო დადო, 70-ე წუთზე კი ვოლავოლამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და მატჩი 15:15 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები ფიჯისთან შეხვედრას შემდეგი შემადგენლობით შეხვდა:

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 8 კეპი, 23 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 14 კეპი, 60 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსტერი, 36 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ. 79 კეპი, 60 ქულა), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 94 კეპი, 65 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი, 27 კეპი, 173 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 60 კეპი, 55 ქულა).

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 24 კეპი, 10 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 84 კეპი, 55 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 24 კეპი, 10 ქულა), 4. გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი, 6 კეპი, 5 ქულა), 5. კოტე მიქაუტაძე (ბაიონი, 69 კეპი, 10 ქულა), 6. ბექა საღინაძე (ლიონი, 24 კეპი, 15 ქულა), 7. გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, 22 კეპი, 15 ქულა), 8. ბექა გორგაძე (პო, 32 კეპი, 35 ქულა).

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივ-პენზა, 18 კეპი, 5 ქულა), 17. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 66 კეპი, 5 ქულა), 18. ლუკა ჯაფარიძე (ბრივი, 2 კეპი), 19. ლაშა ჯაიანი (შავი ლომი, 11 კეპი), 20. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 11 კეპი, 10 ქულა), 21. მიხეილ ალანია (ორიაკი, 6 კეპი), 22. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 88 კეპი, 53 ქულა), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 11 კეპი, 5 ქულა).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები