სად და როდის გაიმართება ერთა ლიგის 2022/23 წლის სეზონის წილისყრა?
Aa
Aa

სად და როდის გაიმართება ერთა ლიგის 2022/23 წლის სეზონის წილისყრა?

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ამხანაგური შეხვედრა უზბეკეთის წინააღმდეგ გამართა და წლის ფინალურ მატჩში ანგარიშით - 1-0 გაიმარჯვა. აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, ფრანგი სპეციალისტის, ვილი სანიოლის საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა - მათ შორის, 2 შეხვედრა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, როდესაც სტუმრად, კოსოვო დავამარცხეთ (1-2), ხოლო ბათუმის სტადიონზე - შვედეთი (2-0).

ამით, ჩვენმა ნაკრებმა სიახლეებით სავსე კალენდარული წელი დაასრულა.

საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის მომავალი, 2022 წელიც საკმაოდ დატვირთული იქნება. 

ჩვენი გუნდი 2022 წლის მარტში შეიკრიბება და ამხანაგურ შეხვედრას გამართავს (მეტოქე ჯერჯერობით, ცნობილი არ არის), ხოლო იქამდე, UEFA-ს ერთა ლიგის 2022/23 წლის სეზონის შესახებ შევიტყობთ. 

მიმდინარე წლის 16 დეკემბერს, შვეიცარიის ქალაქ მონტროში, UEFA-ს ერთა ლიგის 2022/23 წლის სეზონის წილისყრა გაიმართება, მატჩები უშალოდ 2022 წლის ივნისსა და სექტემბერში ჩაინიშნება, ხოლო პლეი-ოფის ფინალი 2023 წლის 14-15 ივნისს.

საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ერთა ლიგა უცხო არ არის. მოგეხსენებათ, ჩვენმა გუნდმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და დასრულებული ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში გავიდა, სადაც სამწუხაროდ, ფინალური შეხვედრა ჩრდილოთ მაკედონიის წინააღმდეგ, დინამო არენაზე, მინიმალური სხვაობით დათმო (0-1) და ევრო 2020-ზე მოსახვედრად მხოლოდ ერთი ნაბიჯი დაააკლდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გიორგი გოჩოლეიშვილი: ,,საქართველოს ნაკრების ფორმით საუკეთესო მატჩი ჩავატარე
გიორგი გოჩოლეიშვილი: ,,საქართველოს ნაკრების ფორმით საუკეთესო მატჩი ჩავატარე"