საქართველოს ნაკრები FIFA-ს რეიტინგში 7 ადგილით დაწინაურდა
Aa
Aa

საქართველოს ნაკრები FIFA-ს რეიტინგში 7 ადგილით დაწინაურდა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ამხანაგური შეხვედრა უზბეკეთის წინააღმდეგ გამართა და წლის ფინალურ მატჩში ანგარიშით - 1-0 გაიმარჯვა.

აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, ფრანგი სპეციალისტის, ვილი სანიოლის საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა - მათ შორის, 2 შეხვედრა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, როდესაც სტუმრად, კოსოვო დავამარცხეთ (1-2), ხოლო ბათუმის სტადიონზე - შვედეთი (2-0).

ამით, ჩვენმა ნაკრებმა კალენდარული წელი დაასრულა.

FIFA-ს ე.წ. LIVE სანაკრებო რეიტინგში უკვე გაჩნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ვილი სანიოლის ნაკრებმა 7 პოზიცია მოიგო და 1 269 ქულით  93-ე ადგილიდან 86-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების საუკეთესო ადგილს 42-ე პოზიცია წარმოადგენს, ხოლო რეგრესი 156-ე ადგილს უკავშირდება.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 2022 წლის მარტში გამართავს.

მიმდინარე წლის 16 დეკემბერს, შვეიცარიის ქალაქ მონტროში, UEFA-ს ერთა ლიგის 2022-23 წლის სეზონის წილისყრა გაიმართება. მატჩები 2023 წლის ივნისსა და სექტემბერში ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კაშია: ,,გვაქვს ოპტიმიზმი, რომ შემდეგი ციკლისთვის უკეთესად ვითამაშებთ
კაშია: ,,გვაქვს ოპტიმიზმი, რომ შემდეგი ციკლისთვის უკეთესად ვითამაშებთ"