„სპარინგშიც ვერ მაჯობებს“ - ქალმა მოკრივემ ჯეიკ პოლი გამოიწვია
Aa
Aa

„სპარინგშიც ვერ მაჯობებს“ - ქალმა მოკრივემ ჯეიკ პოლი გამოიწვია

კლარესა შილდსმა ჯეიკ პოლი გამოიწვია. ამერიკელმა მოკრივემ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ საკუთარ გამარჯვებაში იმდენად დარწმუნებულია, მზადაა, 100 000 დოლარს ჩამოვიდეს.

„100 000 დოლარი მაქვს და ამ თანხას ჩამოვალ, რომ ჯეიკ პოლი სპარინგის დროსაც ვერ მცემს, ჩხუბზე ხომ საუბარიც ზედმეტია. ჩემი ბრძოლა 11 დეკემბერსაა ჩანიშნული, ის 18 დეკემბერს იჩხუბებს და ამის შემდეგ, შეგვიძლია, 6-რაუნდიანი სპარინგი გავმართოთ. გამარჯვებული ის იქნება, ვინც 6-დან 4 რაუნდს მოიგებს, მაგრამ არ მგონია, 6-ვე რაუნდი გახდეს საჭირო“.

შილდსა და პოლს შორის დაპირისპირება დიდი ხანია არსებობს. ამერიკელმა მოკრივემ რამდენჯერმე განაცხადა, რომ ჯეიკს რინგზე შეარცხვენს და მას ცალი ხელითაც უპრობლემოდ დაამარცხებს. შილდსის თქმით, ეს უპატივცემულობა არაა, რადგან იგი უმაღლესი დონის მოკრივეა.

შეგახსენებთ, რომ ჯეიკ პოლს ნეით რობინსონი, ბენ ასკრენი და ტაირონ ვუდლი ჰყავს დამარცხებული. მომდევნო ბრძოლას იგი 2021 წლის 18 დეკემბერს გამართავს და ტაისონ ფიურის ძმას, ტომი ფიურის დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები