Aa
Aa

"ახალი გამოწვევები მსურდა" - ჩალჰანოღლუ მილანიდან წასვლის მიზეზებზე

ჰაკან ჩალჰანოღლუ „მილანიდან“ „ინტერში“ გადავიდა და ამას თურქი ფეხბურთელის კრიტიკა მოჰყვა. ჰაკანმა ესეც არ იკმარა და მილანურ დერბიში გოლი საკმაოდ ემოციურად აღნიშნა. სხვადასხვა ინტერვიუებში „ნერაძურის“ ახალწვეულმა „როსონერიზე“ საკმაოდ დამცინავად ისაუბრა.

დღეს კი, Calciomercato.com ჩალჰანოღლუს ინტერვიუს ავრცელებს, რომელშიც თურქი ნახევარმცველი გულახდილად საუბრობს და „ინტერში“ გადასვლის მიზეზებს ხსნის.

ჩალჰანოღლუ:

„“მილანთან“ ჩემი კონტრაქტი იწურებოდა. „როსონერიში“ 4 წელი გავატარე და იქ ყველას პატივს ვცემ. ყოფილ გუნდთან მუდამ კავშირში ვარ და კომუნიკაციას ყველასთან ვინარჩუნებ. პრობლემა არავისთან მქონია, უბრალოდ ახალი გამოწვევები მსურდა. „ინტერში“ ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენ ახლა ჩემპიონთა ლიგაზე ვართ და მაღალი მიზნებისთვის ვიბრძვით. „მილანის“ მადლიერი ვარ.

ევროპის ჩემპიონატის დროს სიმონე ინძაგიმ 3-ჯერ დამირეკა. მას ჩემი „ინტერში“ ხილვა ძალიან უნდოდა. ვიცოდი, რომ ძლიერ კლუბში მივდიოდი. ჩემს თავს ვუთხარი, რომ „ინტერი“ კარგი არჩევანი იქნებოდა. აქ ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ინძაგის მუშაობის სტილი ჩემთვის მისაღებია.“

ჩალჰანოღლუ „ინტერში“

როგორც უკვე მოგახსენეთ, თურქი ფეხბურთელი „ნერაძურის“ გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა. დღემდე ჰაკანმა „ინტერის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 12-ჯერ მოირგო, 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები