სანიოლი: ,,ვოლკოვი ჯერ ისევ ჰაერშია, როცა დაგვიბრუნდება, გავესაუბრები
Aa
Aa

სანიოლი: ,,ვოლკოვი ჯერ ისევ ჰაერშია, როცა დაგვიბრუნდება, გავესაუბრები"

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრებმა შვედეთის წინააღმდეგ, ბათუმის სტადიონზე გამართა და გაიმარჯვა (2-0). დუბლი ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა, რომელმაც ჩვენი ნაკრების სხვა წევრების მსგავსად, გამორჩეული მატჩი ჩაატარა.

70-ე წუთზე, თორნიკე ოქრიაშვილის ნაცვლად, მოედანზე დებიუტანტი, დავით ვოლკოვი გამოჩნდა, რომელმაც ასევე დადებითი შთაბეჭდილება დატოვა, ითამაშა ყველა მაღალ ბურთზე და შეიძლება ითქვას, მისი თითოეული მოქმედება უშეცდომო იყო.

დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი მედიას შეხვდა. საუბარი შეეხო დებიუტანტის მიერ ჩატარებულ მატჩსაც, რაზეც ფრანგი სპეციალისტი ჟურნალისტს ეხუმრა:

დავით ვოლკოვზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ის ჯერ კიდევ ჰაერშია. როცა დაგვიბრუნდება, აუცილებლად გავესაუბრები, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ არასოდეს მინახავს ასეთი ასაკის მოთამაშე, რომელიც სანაკრებო სიაში ასე კარგად ჩაეწერებოდა.

მან დამანახა, რომ სანაკრებო შანსს აქამდეც იმსახურებდა. ამ კუთხით ჩემს თავზე ცოტა გაბრაზებული ვარ, მაგრამ როგორცაა ნათქვამი, სჯობს მოხდეს რაღაც, თუნდაც გვიანი იყოს. მიხარია, რომ ის ჩვენთან ერთადაა.


შეგახსენებთ, რომ ხვალ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას გამართავს და ამით კალენდარულ წელს დაასრულებს.

ვილი სანიოლის გუნდი 2021 წლის ბოლო მატჩში, უზბეკეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 15 ნოემბერს, 18:00 საათიდან დაიწყება. მატჩის მასპინძელი გორი, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი იქნება.

შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია tkt.ge-ზე მიმდინარეობს. ბილეთის ფასი 5 ლარია (ბილეთების ყიდვა).

15 ნოემბერს საქართველოსა და უზბეკეთის ნაკრებების შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დავით ვოლკოვი სადებიუტო გამოძახებაზე, სანიოლსა და ბათუმელ გულშემატკივარზე
დავით ვოლკოვი სადებიუტო გამოძახებაზე, სანიოლსა და ბათუმელ გულშემატკივარზე