მარცხი რეიტინგის მე-7 ნომერთან - ბასილაშვილმა ბერეტინის ვერ მოუგო
Aa
Aa

მარცხი რეიტინგის მე-7 ნომერთან - ბასილაშვილმა ბერეტინის ვერ მოუგო

ვენის ღია პირველობის მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის მე-7 ნომერს მატეო ბერეტინის დაუპირისპირდა და სამწუხაროდ სამ სეტში 7:6 2:6 3:6 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

პირველი სეტი საკმაოდ დაძაბული იყო. მოთამაშეები საკუთარ ჩაწოდებაზე დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ საბოლოოდ საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა. ნიკოლოზმა ტაიბრეიკზე იდეალურად ითამაშა და 7:5 გაიმარჯვა.

მეორე სეტი ქართველი ჩოგბურთელისთვის ცუდად დაიწყო. ნიკოლოზმა საკუთარი ორი ჩაწოდება დათმო და გამოცდილმა იტალიელმა შანსი ხელიდან არ გაუშვა. 6:2 ბერეტინის სასარგებლოდ.

სამწუხაროდ არც მესამე სეტი იყო განსხვავებული. ბასილაშვილმა პირველივე ჩაწოდება დათმო და მატეო 3:0 დაწინაურდა. ნიკოლოზს მეშვიდე გეიმში ბრეიკ პოინტი ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენა და საბოლოოდ სეტი იტალიელის სასარგებლოდ 6:3 დასრულდა.

ცნობისთვის, ამ მომენტისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP რეიტინგში 2088 ქულით 22-ე ადგილზე იმყოფება.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები