ქართული წყვილის ოქროს მედლები - კაზაკოვა-რევიას წარმატებული გამოსვლა
Aa
Aa

ქართული წყვილის ოქროს მედლები - კაზაკოვა-რევიას წარმატებული გამოსვლა

ფიგურულ სრიალში მეძალუნას თასზე გამოსვლა ქართულმა წყვილმა მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ ტრიუმფით დაასრულეს. წყვილმა ოქროს მედლები მოიპოვა, საერთო ჯამში მათ ანგარიშზე 186.78 ქულაა და უშუალო კონკურენტს 15-ქულიანი უპირატესობით აჯობეს.

მათ რითმულ ცეკვაში 74.98 ქულა (43.24 ტექნიკური ელემენტებისთვის+31.74 პროგრამული კომპონენტებისთვის) დააგროვეს და პირველ ადგილზე გავიდნენ. გარდა ამისა, მათ თავისუფალ ცეკვაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს 111.80 ქულით (63.30 ტექნიკური ელემენტებისთვის+48.50 პროგრამული კომპონენტებისთვის).

საქართველოს ფიგურული ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით კაზაკოვა-რევიას წყვილი აღნიშნულ ტურნირზე ახალი ოლიმპიური პროგრამით წარსდგა.

შეგახსენებთ, პირველ ოლიმპიურ ლიცენზიას დაეუფლა 17 წლის ალინა ურუშაძე 2021 წლის მარტში, სტოკჰოლმის მსოფლიო ჩემპიონატზე. მეორე დღეს ოლიმპიური საგზური მიიღო მორის ყვითელაშვილმა, რომელსაც უკვე აქვს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის გამოცდილება. სექტემბერში ობერსდორფში გამართულ საკვალიფიკაციო ტურნირზე კი ჩვენმა მოციგურავეებმა მოიპოვეს ორი ოლიმპიური ლიცენზია: გიორგი რევია და მარია კაზაკოვა (სპორტული ცეკვები), ლუკა ბერულავა და კარინა საფინა (სპორტული წყვილები).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები