Aa Aa
18 ოქტომბერი 2021  |  01:37

"1:0 მომწონს, კარგი შედეგია" - ალეგრი რომასთან მატჩის შემდეგ

იტალიის სერია ა-ს მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. ტურინის „იუვენტუსმა“ „რომას“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. „ბებერმა ქალბატონმა“ ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მასიმილიანო ალეგრიმ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ალეგრიმ?

„1:0 მომწონს კარგი შედეგია. ეს იმას ნიშნავს, რომ კარი კვლავ მშრალად შევინახეთ. ჩვენი მოწინააღმდეგე ტექნიკურად შესანიშნავად იყო მზად. „რომამ“ ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. ჩვენ გვყავს მოთამაშეები, რომლებიც უფრო მეტად ერგებიან კონტრშეტევებს. ეს მათი მთავარი მახასიათებელია.

მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ და სატურნირო ცხრილში წინ წავიწიეთ. ჩვენ დიბალა, დე ლიხტი და რაბიო გვაკლდა. მორატა კი მატჩის მიწურულს შემოვიდა. როდესაც ყველა ჯანმრთელია, გუნდს საოცარი სულისკვეთება აქვს. არ მოგატყუებთ, ჩემმა გადაწყვეტილებებმა შეხვედრის დასაწყისში რამდენიმე ზიანი მოგვაყენა, თუმცა შემდეგ ყველაფერი გამოსწორდა.

ვფიქრობ, საბოლოო ჯამში ჩემმა გუნდმა ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა და დამსახურებულად გაიმარჯვა. შესაძლოა „რომამ“ ფრე დაიმსახურა, თუმცა ფეხბურთში ხანდახან ლოგიკურად არაფერი ხდება. მადლობას ვუხდი ჩემს ფეხბურთელებს.“

სატურნირო მდგომარეობა და მომავალი ტური

როგორც უკვე მოგახსენეთ, იუვემ ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო. ამ გამარჯვების შემდეგ, „ბებერი ქალბატონი“ 14 ქულით მე-7 ადგილზე აღზევდა. მომავალ ტურში მასიმილიანო ალეგრის გუნდი „ინტერს“ ესტუმრება. მატჩი 24 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage