Aa
Aa

"დაე საუკეთესომ გაიმარჯვოს" - მოურინიო იუვენტუსთან მატჩის წინ

იტალიის სერია ა-ს მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. ტურინის „იუვენტუსი“ „რომას“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, „ჯალოროსის“ თავკაცმა ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა მოურინიომ?

„პრინციპი მარტივია. ვინც უფრო მეტს ზრუნავს შედეგზე, ის იგებს. როგორც ჩანს, ხალხს შედეგზე ორიენტირებული ფეხბურთის თამაში ცუდი ჰგონია. მე სხვა აზრზე ვარ.. ეს ჩემი და ალეგრის დაპირისპირება არ არის. ეს იუვეს და „რომას“ შეჯახებაა. მასიმილიანოს დიდ პატივს ვცემ და მიხარია, რომ თამაშის წინ შევხვდები. ის კარგი ადამიანი და დიდებული მწვრთნელია.

არ ვიცი აბრაჰამი ითამაშებს თუ არა.. მას დღეს არ უვარჯიშია. ყველაფერს ხვალ გავიგებთ. მიუხედავად ამისა, ტამი თავს ბევრად კარგად გრძნობს. თამაშისთვის გარკვეული გეგმა მოვამზადე. „რომა“ მუდმივად იზრდება და ვითარდება. ჩვენ ჩვენი იდენტურობა გვაქვს. თუ დავმარცხდებით, მინდა, რომ ეს „იუვენტუსის“ ბრალი იყოს და არა ჩვენი შეცდომის. დაე საუკეთესომ გაიმარჯვოს.“

შეგახსენებთ, რომ მოურინიოს დანიშვნის შემდეგ რომაულმა კლუბმა 7 მატჩიდან 5 მოიგო და 2 წააგო. ამ მომენტისთვის „ჯალოროსი“ სატურნირო ცხრილში 15 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება. ცნობისთვის, „იუვენტუსის“ და „რომას“ დაპირისპირება 17 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები