19-წლამდე გოგონათა ნაკრები  ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს
Aa
Aa

19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს

საქართველო 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. ჩვენი გუნდი B დივიზიონის მეოთხე ჯგუფში ითამაშებს, რომელიც ისრაელის, მალტისა და რუმინეთის 19-წლამდე ნაკრებებით დაკომპლექტდა.

შეხვედრების მასპინძელი მალტა იქნება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, 9 ოქტომბერს თბილისში დაიწყო.

მთავარმა მწვრთნელმა, ლავრენტი დავითაშვილმა, უახლოესი მატჩებისთვის 20 ფეხბურთელი გამოიძახა.

​საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ეკა თაბაგარი (კოლხეთი, ხობი, საქართველო), ლიკა ცუხურკაიძე (ბახტრიონი, ახმეტა, საქართველო)

​მცველები: თამარ სვანიძე (კოლხეთი, ხობი, საქართველო), ლიზი კანდელაკიშვილი (მართვე, ქუთაისი, საქართველო), ანი აკობიძე (ნიკე, თბილისი, საქართველო), ანი ძაძუა (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ნინო ჯგუშია (ნორჩი დინამო, თბილისი, საქართველო), მარიამ კაპანაძე (ლანჩხუთი, საქართველო), დიანა ბაქრაძე (ბახტრიონი, ახმეტა, საქართველო), თამუნა წიქარიძე (გორი იუნაიტედი, გორი, საქართველო)

ნახევარმცველები: მარია-იზაბელა მელიქიშვილი (დინამო, სოხუმი, საქართველო), ანა გობრონიძე (ლანჩხუთი, საქართველო), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე, თბილისი, საქართველო), მაიკო ბებია (ნიკე, თბილისი, საქართველო), ელენე კახნიაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი, საქართველო), ელენე ენჯიბაძე (გორი იუნაიტედი, გორი, საქართველო), მარი ბეგიაშვილი (ნიკე, თბილისი, საქართველო)

თავდამსხმელები: ეთერ სულაშვილი (გორი იუნაიტედი, გორი, საქართველო), მარიამ მოდრეკილაძე (ნორჩი დინამო, თბილისი, საქართველო)

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრების განრიგი

საქართველო v რუმინეთი | 20 ოქტომბერი, 18:00 (თბილისის დროით)

ისრაელი v საქართველო | 23 ოქტომბერი, 13:00 (თბილისის დროით)

მალტა v საქართველო | 26 ოქტომბერი, 13:00 (თბილისის დროით)

პირველ რაუნდში ტურნირის მონაწილე 52 ნაკრები რეიტინგის მიხედვით A და B ლიგაში გადანაწილდება. A ლიგაში შვიდი ოთხგუნდიანი ჯგუფი შეიქმნება, B ლიგაში კი - ექვსი. მეორე რაუნდში A ლიგაში ასპარეზობის უფლებას B ლიგის ექვს პირველ ადგილოსანთან ერთად, ერთი საუკეთესო მეორე ადგილოსანი მოიპოვებს.

შესარჩევი ეტაპის მეორე რაუნდში დარჩენილი 28 გუნდი წილისყრის შედეგად 7 ჯგუფში გადანაწილდება და ჯგუფების გამარჯვებულები ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ, სადაც მათ ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის ნაკრები დაემატება.

საბოლოოდ, კონტინენტის უძლიერესი გუნდის სტატუსისთვის 8 ასაკობრივი ნაკრები იბრძოლებს. A ლიგის შვიდ ჯგუფში ბოლო, მეოთხე ადგილზე გასული ნაკრებები ახალი სეზონისთვის B ლიგაში დაქვეითდებიან.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები