Aa Aa
15 ოქტომბერი 2021  |  17:39

დავითაშვილი ტრაბზონის რადარზე - ორი ქართველი ავჩის ინტერესთა არეალში

Karadenizgazete-ს ცნობით ''ტრაბზონი'' ტულას ''არსენალის'' ქართველი შემტევით ზურიკო დავითაშვილით დაინტერესდა. კოსოვო-საქართველოს მატჩის შემდეგ მთავარმა მწვრთნელა აბდულა ავჩიმ კლუბის სკაუტებს დავითაშვილის თამაში შესწავლა, მასზე დაკვირვება დაავალა.

გასულ ზაფხულში, 20 წლის ზურიკო დავითაშვილი ტულას ''არსენალის'' ფეხბურთელი გახდა. მას კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

მოგეხსენებათ, დავითაშვილის გარდა თურქული გუნდის რადარზე ბათუმის ''დინამოს'' მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვია. 19 წლის მცველის ტრანსფერზე ''ტრაბზონსა'' და აჭარულ კლუბს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობდა. თურქული მედიის ცნობით, ზამთარში ''ტრაბზონი'' მოლაპარაკებას განაახლებს. 

აბდულა ავჩი ირაკლი აზაროვს როგორც მარცხენა მცველის, ასევე მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე განიხილავს. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ფეხბურთელმა კოსოვოსთან მოგებულ შეხვედრაში შეტევაში პროდუქტიულად ითამაშა.

თურქული მედიის ცნობით ''ტრაბზონი'' ირაკლი აზაროვის გადაბირებას კვლავ გეგმავს, თუმცა მარცხენა მცველის პოზიციაზე ასევე განიხილება 22 წლის იტალიელი მცველი ლუკა პელეგრინი, რომელიც ტურინის ''იუვენტუსის'' საკუთრებაა. Sporx-ის ცნობით კლუბი არჩევანს პელეგრინსა და აზაროვს შორის გააკეთებს.

''ტრაბზონის'' შემადგენლობაში უკვე ირიცხება 13 უცხოელი ფეხბურთელი. თურქეთის ჩემპიონატში მოქმედი წესის მიხედვით კლუბს კიდევ ერთი ლეგიონერის დამატება შეუძლია, თუმცა ასაკი განსაზღვრულია, მოთამაშე დაბადებული უნდა იყოს 1997 წელს ან 1997 წლის შემდეგ.

ფოტო: GFF.GE

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage