დე ბრუინი:
Aa
Aa

დე ბრუინი: "იტალიას 22 ვარსკვლავი ჰყავს, ჩვენ არა"

ერთა ლიგაზე დღეს მესამე ადგილის მფლობელი ირკვეოდა. ბელგია იტალიას დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, „წითელი ეშმაკების“ ლიდერმა კევინ დე ბრუინმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა დე ბრუინმა?

„ბოლო პერიოდში რამდენიმე ტოპ ნაკრებს დავუპირისპირდით და ვფიქრობ, ცუდად არ გვითამაშია. ჩვენს ნაკრებში რამდენიმე ახალი სახეა. ისინი ღირსეულად გამოვიდნენ. საფრანგეთის და იტალიისნაირ გუნდებთან თამაში მათთვის ფასდაუდებელი გამოცდილებაა, თუმცა ორივეჯერ დავმარცხდით.

სრული პატივისცემით, ესტონეთთან მატჩი იგივე დონე არ არის, თუმცა ახალგაზრდებისთვის გამოცდილების მისაღებად შესანიშნავი ვარიანტია. ჩვენ ვართ ნაკრები, რომელსაც ახალი თაობა ჰყავს. დღეს ლუკაკუ და აზარი არ გვყავდა. გულწრფელები უნდა ვიყოთ და სწორად შევაფასოთ დღევანდელი გუნდი. საფრანგეთს და იტალიას 22-ვე ფეხბურთელი ვარსკვლავი ჰყავს, ჩვენ არა.“

იტალია VS ბელგია

პირველი ტაიმი ფრე 0:0 დასრულდა, თუმცა უფრო მეტად იტალიელები აქტიურობდნენ. სურათი არც მეორე ტაიმში შეცვლილა და მანჩინის შეგირდები ზეწოლას აძლიერებდნენ. მეორე ნახევრის 46-ე წუთზე ბარელამ გაიტანა და იტალია დააწინაურა.

რობერტო მარტინესის შეგირდები ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. 65-ე წუთზე ბელგიელთა კართან პენალტი დაინიშნა, რომელიც გოლად ბერარდიმ აქცია. 86-ე წუთზე ცვლილებაზე გამოსულა ჩარლზ დე კეტელაერმა ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და იტალიამ მაინც გაიმარჯვა.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები