მსოფლიო ჩემპიონატი: რამაზ ზოიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი: რამაზ ზოიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ოსლოში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მორიგი მედალი მოიპოვა.

67 კგ კატეგორიაში რამაზ ზოიძემ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში აზერბაიჯანელი ჰასრატ ჯაფაროვი უშანსოდ დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ზოიძემ მეტოქეს ლამაზ სტილში და ძალიან დამაჯერებლად 8:0 მოუგო.

აქვე გეტყვით, რომ 63 კგ წონით კატეგორიაში ლერი აბულაძე ფინალში ოქროს მედლისთვის ირანელ დალხანის დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 4:5 დამარცხდა.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები