ჭიდაობა | ზოიძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს, აბულაძე ოქროს შეუტევს
Aa
Aa

ჭიდაობა | ზოიძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს, აბულაძე ოქროს შეუტევს

დღეს, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ლერი აბულაძე (63 კგ) ფინალში გავიდა და ოქროს მედლისთვის ირანელ სპორტსმენს შეხვდება.

67-კილოგრამ წონით კატეგორიაში რამაზ ზოიძე ნახევარფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

რეპეშაჟის ნახევარფინალში ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს ბრძოლას ლაშა გობაძე (87 კგ).

დაპირისპირებები ხვალ შედგება.

აღსანიშნავია, რომ დღეს ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ქართული დაპირისპირება გაიმართა - 87-კილოგრამ წონითი კატეგორიის მეოთხედფინალში სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილმა ლაშა გობაძე დაამარცხა.

ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავე, 2 გზის ევროპის ჩემპიონმა, ზურაბ დათუნაშვილმა სერბეთის სახელით ასპარეზობის გადაწყვეტილება 2019 წელს მიიღო, როდესაც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან, გეგა გეგეშიძესთან ინციდენტი შეემთხვა. 

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები