საკვალიფიკაციო | საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა კოსოვო დაამარცხა
Aa
Aa

საკვალიფიკაციო | საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა კოსოვო დაამარცხა

ვასილ მაისურაძის საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო, რომელიც 13 ჯგუფით დაკომპლექტდა. ჩვენი გუნდი X ჯგუფში ნორვეგიის, უელსისა და კოსოვოს ნაკრებებთან თამაშობს.

საქართველოსა და კოსოვოს 19-წლამდე ნაკრებების შეხვედრა ოსლოდან სამხრეთით მდებარე ქალაქ ლავრიკის სტადიონზე, ფრამპარკენზე, დღეს შედგა და ჩვენი ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 53-ე წუთზე გავიდა. ოთარ მამაგეიშვილს გეგი გეგუჩაძემ გაატანინა (1-0).

საქართველოს 19-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო:

ლუკა ხარატიშვილი, ლუკა სალუქვაძე, გიორგი პირტახია, ლუკა გაგნიძე (c), თორნიკე დუნდუა, დავით გოგოტიშვილი,  გიორგი ჩხეტიანი (მუხრან ბაგრატიონი), ოთარ მამაგეიშვილი, გეგი გეგუჩაძე, გიზო მამაგეიშვილი (გიორგი ხაბულიანი), გიორგი კვერნაძე (ჯადული იობაშვილი).

საქართველოს ნაკრების სრული განაცხადი

მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი).

მცველები: დავით გოგოტიშვილი (დინამო თბილისი), მუხრან ბაგრატიონი (დინამო თბილისი), თორნიკე დუნდუა (დინამო თბილისი), ლუკა სალუქვაძე (დინამო თბილისი), გიორგი ჩხეტიანი (ბრაგა, პორტუგალია), გიორგი პირტახია (ლოკომოტივი თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი).

ნახევარმცველები: ლუკა კეკელიძე (ლოკომოტივი თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი (დინამო თბილისი), ლუკა გაგნიძე (ურალი, რუსეთი), გიზო მამაგეიშვილი (საბურთალო), გეგი გეგუჩაძე (საბურთალო), ნიკა სიხარულაშვილი (დინამო თბილისი).

თავდამსხმელები: გიორგი გვიშიანი (გაგრა), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ხაბულიანი (ადანა დემისპორი, თურქეთი), გიორგი კვერნაძე (საბურთალო).

19-წლამდე ნაკრებს ტრავმის გამო, პორტუს სარეზერვო გუნდის ქართველი ლეგიონერი, გიორგი აბუაშვილი ვერ ეხმარება.

ჯგუფში გამართული 2 მატჩის შემდეგ, 6 ქულით ლიდერი ნორვეგიაა. 4 ქულით მე-2 პოზიციას საქართველო ( 1გამარჯვება , 1 ფრე /უელსი 0:0 საქართველო) იკავებს, 1 ქულა უელსს აქვს, ხოლო 0 - კოსოვოს.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები მომდევნო 12 ოქტომბერს გამართავს და მატჩების მასპინძელ ნორვეგიას დაუპირისპირდება.

ტურნირის ფორმატის მიხედვით, ელიტ-რაუნდის საგზურს ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული ნაკრებები და 13 ჯგუფში ერთი საუკეთესო მესამეადგილოსანი მიიღებს.

19-წლამდე ნაკრებების ევროპის 21-ე ჩემპიონატი 2022 წლის ზაფხულში, სლოვაკეთში შედგება.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები