„მცირე ამბავზეც ზედმეტი აჟიოტაჟია
Aa
Aa

„მცირე ამბავზეც ზედმეტი აჟიოტაჟია" - ჭიაბრიშვილი ფეხბურთელებთან დამოკიდებულებაზე

თბილისის ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა CrystalSport-ის „საგოლე გადაცემის" ეთერში არაერთი საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა.

საუბარი შეეხება ქართული მხარის, მათ შორის მედიის, დამოკიდებულებას ახალგაზრდა ფეხბურთელების მიმართ. სპეციალისტის თქმით, ეს დამოკიდებულება არაჯანსაღია, რადგან მცირე ამბის დროსაც ზედმეტი აჟიოტაჟი იქმნება:

მესმის, რომ ყველა მოწყურებული და მონატრებულია, მაგრამ თუ არ შევინარჩუნებთ, ეს ადამიანებიც აღარ დაგვრჩება.

მედიასაც ეხება.

ეს ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მიმართებით ხდება მაშინ, როდესაც ასპარეზზე ჩნდებიან. მათი უმტესებობა 21-წლამდეა. შემდეგ, პატარა წარუმატებლობაზე გვერდში დგომა გვიჭირს, ამას მოჰყვება ხოლმე მათი მიწაზე დანარცხება. ეს კი ფეხბურთელებისთვის ფსიქოლოგიურად რთულია.

ვარჯიშის ჩატარებაზე მეტად ყველაზე რთული მეორე ვარჯიშამდე პერიოდია, როდესაც ზიხარ და ყველა ფეხბურთელზე ინდივიდუალურად ფიქრობ: ვის რა პრობლემა აქვს, ვის რა დაუწერეს, ვიღაცამ სანაკრებო ფიასკო განიცადა, ვიღაცას ოჯახური პრობლემა შეექმნა. ესაა რთული სამართავი, თორემ ვარჯიშს ყველა ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ ყოველ ორშაბათს, 21:00 საათზე, CrystalSport-ი ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს„საგოლე გადაცემას"სთავაზობს, სადაც გადაცემის წამყვანები საინტერესო სტუმრებთან ერთად ქართულ ფეხბურთში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს მიმოიხილავენ.

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები