ოფიციალურად: ხოჭოლავა
Aa
Aa

ოფიციალურად: ხოჭოლავა "შახტარის" ფეხბურთელია!

24 წლის ქართველი მცველი, დავით ხოჭოლავა კარიერას უკრაინულ გრანდ "შატხარში" გააგრძელებს. აღნიშნული ტრანსფერი დონეცკელთა ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა.

ხოჭოლავა ბოლოს ოდესის "ჩერნომორეცში" თამაშობდა, ხოლო "შახტართან" 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 

ფეხბურთელს სხვადასხვა დროს, თბილისის "სასკოში", რუსთავის "მეტალურგში", ბოლნისის "სიონში", თბილისის "დინამოში", ფოთის "კოლხეთსა" და ქობულეთის "შუქურაში" უთამაშია.

ტანმაღალ მცველს საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით 3 მატჩი აქვს ჩატარებული. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები