ევრო 2024 | ცნობილია როდის გაირკვევა საქართველოს ნაკრების მეტოქეები
Aa
Aa

ევრო 2024 | ცნობილია როდის გაირკვევა საქართველოს ნაკრების მეტოქეები

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი გერმანიაში გაიმართება. მას გერმანიის შემდეგი ათი ქალაქი უმასპინძლებს, მათ შორის: ბერლინი, კიოლნი, დორტმუნდი, დიუსელდორფი, ფრანკფურტი, გელზენკირხენი, ჰამბურგი, ლაიფციგი, მიუნხენი და შტუტგარტი.

ევროპის 2024 წლის წილისყრა 2022 წლის 9 ოქტომბერს, ფრაიბურგში გაიმართება - ინფორმაციას ევროპული ფეხბურთის მმართველის ორგანოს ვებგვერდი ავრცელებს.

წილისყრაში მონაწილეობას 55 ქვეყანა მიიღებს, 23 მათგანი პრესტიჟულ სანაკრებო ტურნირზე ითამაშებს, რომელსაც მასპინძელი გერმანია შეუერთდება.

UEFA-მ ევრო 2024-ის ლოგო უკვე წარადგინა, რომელიც 6 ფერშია გაწყობილი და ევროპის 55 ქვეყნის დროშისთვის საერთოა.

გერმანია ევროპის ჩემპიონატს მეორედ უმასპინძლებს. პირველად ეს 1988 წელს მოხდა, თუმცა ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ გერმანიაში მსოფლიოს ორი ჩემპიონატის ფინალური ეტაპი გაიმართა (1974, 2006).

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები