იტალიელთა იდეა - ფიფა თამაშგარის წესის შეცვლაზე მუშაობს
Aa
Aa

იტალიელთა იდეა - ფიფა თამაშგარის წესის შეცვლაზე მუშაობს

ფიფა თამაშგარის წესის შეცვლას და ძველ ფორმატში დაბრუნებას განიხილავს, წერს სკაი სპორტ იტალია.

განიხილება ის ვარიანტი, რომ თამაშგარე მხოლოდ მაშინ დაფიქსირდეს, თუ ფორვარდსა და მცველს შორის შესამჩნევი სხვაობა იქნება.

ამჟამინდელი წესების თანახმად, ფეხბურთელი თამაშგარეში იმყოფება, თუ პასის მომენტში ის მეტოქის მცველზე სხეულის ნებისმიერი (მკლავებისა და ხელების გარდა) ნაწილით წინ იმყოფება.

ამ ყველაფრის ინიციატორი იტალიის ფეხბურთის ფედერაციაა, რომელმაც ფიფას ხსენებული იდეა შესთავაზა. სასიხარულოა, რომ მომავალი სეზონიდან U18-ის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თამაშგარის ახალ წესს გატესტავენ. საუბარია იტალიის სერია C-ს შეხვედრებზე.

შეგახსენებთ, რომ იტალია პირველი იყო, რომელმაც თავის დროზე VAR-ის სისტემა გამოსცადა.

თამაშგარის წესის შეცვლის იდეა სულ პირველად არსენ ვენგერმა გააჟღერა და რამდენიმე წლის განმავლობაში ფიფას მოუწოდებდა არსებული წესი გადაეხედა, რადგან ბევრი მატჩის შედეგი ისეთმა თამაშგარემ გადაწყვიტა, რომლის დაფიქსირება ბევრისთვის სასაცილოც კი იყო.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები