ჩაგდებული მსოფლიო ჩემპიონატი - საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა 3 მედლით დაასრულა
Aa
Aa

ჩაგდებული მსოფლიო ჩემპიონატი - საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა 3 მედლით დაასრულა

ოსლოში თავისუფალ სტილით მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულეს. სამწუხაროდ საქართველოს დელეგაციისთვის წლევანდელი ტურნირი წარუმატებელი გამოდგა.

ჩვენი ნაკრები ნორვეგიაში ოქროს მედლის გარეშე დარჩა და სამი მედალი მოიპოვა. ოქროსთან ყველაზე ახლოს სამგზის მსოფლიო ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი იყო, რომელმაც ფინალი ირანელ ამირ ჰოსეინ აბას ზარესთან დათმო.

ბრინჯაოს მედლები კი ნიკა კენჭაძემ და ზურა იაკობიშვილმა მოიპოვეს. მედლისთვის ბრძოლაში კენჭაძემ სომეხი არმან ავაგიანი ანგარიშით 10:0დააამარცხა, ხოლო იაკობივილმა აზერბაიჯანელ თურან ბაირამოვს 4:3 აჯობა.

ზურაბ იაკობიშვილი - ბრინჯაოს მედლის მფლობელი

გიორგი იანტბელიძე - თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი

შეგახსენებთ, რომ წინა მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენმა ნაკრებმა ასპარეზობა 2 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედლებით დაასრულა.  

ხვალიდან კი საქმეში ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან.  საქართველოს სახელით ნუგზარ წურწუმია (55 კგ.); ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ.); ლერი აბულაძე (63 კგ.); რამაზ ზოიძე (67 კგ.);  შმაგი ბოლქვაძე (72 კგ.); გელა ბოლქვაძე (77 კგ.); აივენგო რიკაძე (82 კგ.);  ლაშა გობაძე (87 კგ.); გიორგი მელია (97 კგ.); იაკობ ქაჯაია (130 კგ.) იჭიდავებენ.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები