მსოფლიო ჩემპიონატი - ქართველი ფალავნები ოქროსთვის ბრძოლას გამოეთიშნენ
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი - ქართველი ფალავნები ოქროსთვის ბრძოლას გამოეთიშნენ

ოსლოში მიმდინარე თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ზურაბ იაკობიშვილი და ელიზბარ ოდიკაძე ოქროს მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ.

70 კილოგრამ წონით კატეგორიის მეოთხედფინალში ქართველი ფალავანი მეოთხედფინალში პოლონეთის სახელით მოასპარეზე მაგომედმურად გაჯიევს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ დამარცხდა.

ოსლოს ხალიჩაზე მეოთხედფინალამდე ზურამ ორი შეხვედრა გამართა. იაკობიშვილმა ინდოელ სუშილ სუშილსა და თურქ მუსტაფა კაიას მოუგო.

97 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ელიზბარ ოდიკაძე პირველივე წრეში ირანელ მოჯთაბა მოჰამმადშაფისთან დამარცხდა.იმ შემთხვევაში თუ ირანელი და პოლონელი სპორტსმენები ფინალში გავლენ ქართველი ფალავნები ბრინჯაოს მედლისთვის ასპარეზობას გააგრძლებენ.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:30 საათიდან განახლდება.

შეგახსენებთ,რომ საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 1 ვერცხლის მედალია,რომელიც სამგზის მსოფლიო ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა მოიპოვა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები