მიქაუტაძემ გაიბრწყინა - ჰეთ-თრიკი და სერენის დამაჯერებელი გამარჯვება
Aa
Aa

მიქაუტაძემ გაიბრწყინა - ჰეთ-თრიკი და სერენის დამაჯერებელი გამარჯვება

ბელგიის ჟუპილერ ლიგის მე-10 ტურში „სერენმა“ „ვარეგემს“ უმასპინძლა და 5:1 გაანადგურა. ეს მატჩი ქართველი გულშემატკივრებისთვის მეტად სასიამოვნო გამოდგა, რადგან „ჯვაროსნების“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ჰეთ-თრიკი შეასრულა.

რა თქმა უნდა, მატჩი აქტიურად მასპინძლებმა დაიწყეს და უკვე მე-8 წუთზე მიქაუტაძემ პენალტი გამოიყენა. 37-ე წუთზე ჯელოუმ უპირატესობა ორამდე გაზარდა და პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში სცენარი არ შეცვლილა. „სერენი“ ზეწოლას აძლიერებდა, რაც ანგარიშშიც აისახა. 48-ე წუთზე მაზიზმა 3:0 დააფიქსირა. 18 წუთში ვოსენმა 1 ბურთის გაქვითვა შეძლო, თუმცა მიქაუტაძე გაჩერებას არ აპირებდა. ახალგაზრდა თავდამსხმელმა ჯერ 71-ე წუთზე გაიტანა, ხოლო 81-ეზე ჰეთ-თრიკი გაიფორმა.

შეგახსენებთ, რომ ქართველ თავდამსხმელს ჟუპილერ ლიგაში 4 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში მე-16 ადგილზე იმყოფება. „სერენი“ კი 10 ტურის შემდეგ 12 ქულით მე-13 პოზიციაზე მოგვევლინა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები