კონფერენს ლიგა | ქართველი ლეგიონერების გუნდების დაპირისპირება გენტის გამარჯვებით დასრულდა
Aa
Aa

კონფერენს ლიგა | ქართველი ლეგიონერების გუნდების დაპირისპირება გენტის გამარჯვებით დასრულდა

მიმდინარე საღამოს ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრები შედგა.

კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში ერთმანეთს ქართველი ლეგიონერების გუნდები დაუპირისპირდნენ. გელამკო არენაზე გამართული შეხვედრა გენტსა და ანორთოსისს შორის გენტის სასარგებლოდ, ანგარიშით - 2-0 დასრულდა.

თემურ ქეცბაიას ანორთოსისმა 28-ე წუთზე ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა (1-0). კორეას ავტოგოლის შემდეგ გენტმა უპირატესობა ორამდე 81-ე წუთზე გაზარდა (2-0).

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ შეხვედრაში ერთადერთმა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა - ანორთოსის მხრიდან შეხვედრაში ნიკა კაჭარავა, 78-ე წუთზე ჩაერთო.

ანორთოსის რიგებში სათადარიგო სკამზე იყვნენ გიორგი ლორია და ნიკა ნინუა, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე გენტის განაცხადში არ ყოფილა. მიზეზი მცირე ტრავმაა.

სატურნირო მდგომარეობა

კონფერენს ლიგის B ჯგუფში პარტიზანი, გენტი, ფლორა და ანორთოსისი ასპარეზობენ. პარტიზანსა და გენტს 2 გამარჯვება და შესაბამისად, 6-6 ქულა აქვთ,  ხოლო ფლორასა და ანორთოსისს - 0.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ანორთოსისთან ახალი კონტრაქტი სეზონის განახლების წინ გააფორმა, რომლის მიხედვით კვიპროსულ კლუბში 2023 წლამდე იმუშავებს. 

ახალი კონტრაქტის მიხედვით, თემურ ქეცბაია ანორთოსისის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები