ახალი ხამესი? - ბარსა ლუის დიასს უმიზნებს
Aa
Aa

ახალი ხამესი? - ბარსა ლუის დიასს უმიზნებს

„ბარსელონას“ გარშემო საკმაოდ არასასიამოვნო ვითარებაა. გუნდი კარგ შედეგებს ვერ აჩვენებს და შესაძლოა რონალდ კუმანი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლონ. ამის ფონზე კი კატალონიური გრანდი ახალ ტრანსფერზე მუშაობს.

Elnacional-ის ინფორმაციით, ბარსა ახალგაზრდა ტალანტების ძიებას აგრძელებს, რომლებიც შესაძლოა გუნდის პროექტის ახალი და საკვანძო ფიგურები გახდნენ. „ბლაუგრანას“ გეგმაში ნაკლებხარჯიანი გუნდის შექმნაა. წყაროს ცნობით, ლაპორტა არ აპირებს დიდი თანხების დახარჯვას, რადგან კლუბი სერიოზულ ფინანსურ კრიზისშია.

ერთ-ერთი ასეთი ფეხბურთელი, რომელიც „ბარსელონამ“ მიზანში ამოიღო ლუის დიასია. Elnacional წერს, რომ დიასი ტექნიკური და მრავალფეროვანი მოთამაშეა. „პორტუს“ ნახევარმცველს ხამეს როდრიგესს ადარებენ. ლუისმა სეზონი შესანიშნავად დაიწყო. პორტუგალიურ გუნდში მან 6 ჩატარებულ შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა. კატალონიაში ფიქრობენ, რომ 24 წლის გარემარბის გადმოყვანა 30 მილიონ ევროდ შესაძლებელი იქნება.

ცოტა რამ ლუის დიასზე

კოლუმბიელმა ფეხბურთელმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი 19 წლის ასაკში გააფორმა. მისი პირველი გუნდი მშობლიური „ბარანქილა“ იყო. ევროპული კარიერა კი 2019 წელს დაიწყო.

ლუის დიასმა 2019 წლიდან დღემდე „პორტუს“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 105-ჯერ მოირგო, 30 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა. ცნობისთვის, 24 წლის შემტევი 2018 წლიდან კოლუმბიის ეროვნულ ნაკრებშიც ასპარეზობს, სადაც ჯერჯერობით 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 7 გოლი გაიტანა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები