საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ნონა გაფრინდაშვილს თანადგომას უცხადებს
Aa
Aa

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ნონა გაფრინდაშვილს თანადგომას უცხადებს

ლეგენდარულმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის სერიალ The Queen’s Gambit-თან დაკავშირებით უჩივლა. გაფრინდაშვილი მიიჩნევს, რომ სერიალის (ლაზიერის გამბიტი) ერთ-ერთ ეპიზოდში მის მიმართ არასწორი ინფორმაცია ჟღერდება. ასევე, ეს ეპიზოდი სექსისტურია. ეპიზოდში ნონა გაფრინდაშვილის წარმატებას პერსონაჟ ბეთ ჰარმონის მიღწევებს ადარებენ. როცა ბეთ ჰარმონი მოსკოვში შეხვედრას ატარებს, კომენტატორის ტექსტი შემდეგია:

ერთადერთი უცნაური რამ მის შესახებ (იგულისხმება ბეთ ჰარმონი) მისივე სქესია, თუმცა რუსეთში ეს ფაქტი მას უნიკალურად არ აქცევს. იქ არის ქალი მსოფლიოს ჩემპიონი, თუმცა მას კაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ არასდროს უასპარეზია.

აღნიშნული მონაკვეთი 1968 წლით თარიღდება. ამ პერიოდისთვის ნონა გაფრინდაშვილს სულ მცირე 59 მამაკაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ უთამაშია.

საჩივარში აღნიშნულია:

ბრალდება, რომლის მიხედვით გაფრინდაშვილს არასდროს უთამაშია კაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ აშკარა ტყუილია. ასევე, ეს არის უკიდურესად სექსისტური და დამამცირებელი.  Netflix-მა გაფრინდაშვილს უწოდა რუსი, მიუხედავად იმისა, რომ მათ იცოდნენ, რომ ის ქართველია და რომ საქართველო რუსეთის შეტევების მსხვერპლია.

ინციდენტს საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია გამოეხმაურა და ლეგენდარულ მოჭადრაკეს სრული თანადგომა გამოუცხადა:

ქართული საჭადრაკო სამყარო მხარს უჭერს მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონს, საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებულს, პირველ ქალ-დიდოსტატს ვაჟთა შორის, XX საუკუნის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენ ქალს, ნონა გაფრინდაშვილს!

იუ­რის­ტი კახა შა­რა­ბი­ძე, რო­მე­ლიც გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი­სა და სტრი­მინგ კომ­პა­ნია Netflix-ის და­ვა­შია ჩარ­თუ­ლი, გაფრინდაშვილის ინ­ტე­რე­სე­ბის ერთ-ერთი დამ­ცვე­ლია, ამ­ბობს, რომ მო­ჭად­რა­კის გარ­შე­მო ად­ვო­კატ­თა ძლი­ე­რი გუნდია, მათ შორის ჯონი დე­პი­სა და The Sun-ის ცნო­ბილ დავაში ჩართული ადვოკატი.

გამოცემა Deadline-ს ინფორმაციით, გაფრინდაშვილი კომპენსაციის სახით 5 მილიონ დოლარს ითხოვს. ასევე, აღნიშნული ეპიზოდის ამოჭრას, რომელიც მას ეხება. 

თავის მხრივ, The Queen’s Gambit-მა 62 მილიონი ნახვით Netflix-ის ყველაზე ნახვადი მინისერიალის წოდება დაიმსახურა. სერიალში მთავარი პერსონაჟის, ბეთ ჰარმონის, როლს ანია ტეილორ-ჯოი ასრულებს, რომელიც ობოლი გოგონას როლს განასახიერებს, შემდეგ კი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოჭადრაკის სტატუსს მოიპოვებს.

სერიალის დამსახურებით, Google-ს საძიებო სისტემაში ჭადრაკი 2-ჯერ უფრო ხშირად იძებნება, ამის გარდა, სტატისტიკის მიხედვით, chess.com-ზე ჭადრაკით დაინტერესებული ადამიანების რაოდენობა 5-ჯერ გაიზარდა.

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები