მენიო:
Aa
Aa

მენიო: "რასიზმის მსხვერპლი არ ვარ, მე შავკანიანი და ამაყი ვარ"

„მილანის“ მეკარემ მაიკ მაინანმა სერია ა-ს მეოთხე ტურში „იუვენტუსთან“ შეხვედრაში ტურინელი ქომაგების მხრიდან რასისტული შეძახილების შესახებ ისაუბრა, რომელიც მის მიმართ იყო მიმართული.

„იუვენტუსის ზოგიერთმა გულშემატკივარმა რასისტული შეურაცხყოფა მომაყენა. რისი მოსმენა გინდთ ჩემგან? რა გინდათ, რომ ვთქვა? რომ რასიზმი ცუდია და ეს ადამიანები სულელები არიან? ეს არ არის მთავარი.

მე არ ვარ პირველი ან უკანასკნელი ფეხბურთელი, ვინც ეს საკუთარ თავზე გამოსცადა. ისტორია ისევ და ისევ მეორდება. რას ვაკეთებთ მოედნებზე რასიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად?

მე ვარ კლუბის მოთამაშე, რომელიც ცდილობს იყოს ლიდერი ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ. მაგრამ ჩვენ უფრო მეტად უნდა გავერთიანდეთ ამ ბრძოლაში, უფრო დიდი სოციალური პრობლემის წინააღმდეგ, ვიდრე თავად ფეხბურთია.

გადაწყვეტილებების მიმღებებმა იციან, თუ არა რას ვგრძნობთ, როცა შეურაცხყოფის სახით გვესმის, თუ როგორ გვადარებენ ცხოველებს? მათ იციან რა გავლენას ახდენს ეს ყველაფერი ჩვენს ოჯახებზე. ჩვენს ნათესავებზე, რომლებიც უბრალოდ ვერ ხვდებიან, რატომ ხდება ეს ყველაფერი 2021 წელს?

მე არ ვარ რასიზმის მსხვერპლი, მე ვარ მაიკი, ჩემპიონი, შავკანიანი და ამაყი. სანამ გვექნება ხმის ამოღების შესაძლებლობა და სიტუაციის შეცვლა, ჩვენ ამას გავაკეთებთ“.

- წერს მაინანი სოციალურ ქსელში.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები