მარუშიჩის დუბლი - დინამომ შუქურა მარტივად დაამარცხა
Aa
Aa

მარუშიჩის დუბლი - დინამომ შუქურა მარტივად დაამარცხა

Crystalbet ეროვნული ლიგის 25-ე ტურში მოქმედი ჩემპიონი თბილისის „დინამო“ ქობულეთის „შუქურას“ ესტუმრა და მარტივად 4:0 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა საკმაოდ აქტიურად დაიწყეს, თუმცა მომენტების რეალიზება ვერ მოახერხეს. კახა ცხადაძის გუნდმა ნელ-ნელა მოუმატა და კარგი კომბინაციის შედეგად ზორან მარუშიჩმა 27-ე წუთზე ანგარიში გახსნა.

თბილისური კლუბი ამით არ დაკმაყოფილდა და ტაიმის მიწურულს კიდევ ერთი გოლი გაიტანა. თავი 44-ე წუთზე კიდევ ერთმა ლეგიონერმა ოსეი ბარნსმა გამოიჩინა. პირველი ნახევარი 2:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში სცენარი დიდად აღარ შეცვლილა. „დინამოს“ მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე მიჰყავდა. 64-ე წუთზე მარუშიჩმა დუბლი გაიფორმა, ხოლო 83-ე წუთზე საბოლოო წერტილი ხარაბაძემ დასვა.

სატურნირო ცხრილი და მომავალი ტური

25 ტურის შემდეგ საქართველოს მოქმედ ჩემპიონს 48 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში „დინამო“ „სამტრედიას“ უმასპინძლებს. მატჩი 24 სექტემბრით თარიღდება და 19:00-დან დაიწყება.

რაც შეეხება „შუქურას“, ქობულეთის წარმომადგენლებს 21 ქულა აქვთ და მე-9 ადგილზე იმყოფებიან. მომდევნო ტურში „შუქურა“ „საბურთალოს“ ესტუმრება. ხსენებული დაპირისპირება 25 სექტემბერს გაიმართება და 19:00-დან დაიწყება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები